ლგბტი ადამიანთა უფლებები

Georgian

შემოუერთდით დეკლარაციას ლგბტი პირთა უფლებრივი თანასწორობის მიღწევის შესახებ!

ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან ბრძოლის გრძელვადიანი ადვოკატირების სტრატეგია/დეკლარაცია მიზნად ისახავს საქართველოში ჰომო/ბი/ტრანსფობიისა და ლგბტი ადამიანთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის მხარდაჭერას კომპლექსური მიდგომის გზით. ორგანიზაციებს, რომლებიც იზიარებენ სტრატეგიაში/დეკლარაციაში მოცემულ საკითხებს, ვიწვევთ, შემოგვიერთდნენ და დაადასტურონ თავიანთი მხარდაჭერა.

ჰომოფობიური პოლიტიკა თუ პოლიტიკური ჰომოფობია

2017 წლის 3 მაისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან თანამშრომლობით გამართა საჯარო დისკუსია "ჰომოფობიური პოლიტიკა თუ პოლიტიკური ჰომოფობია".

თბილისში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმზე ლგბტი უფლებების შესახებ გრძელვადიანი ყოვლისმომცველი სტრატეგიული დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა

10 მარტს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გამართა ფორუმი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის, სადაც მათ ადვოკატირების გრძელვადიანი სტრატეგია ჰომო/ბი/ტრანსფობიის წინააღმდეგ წარადგინეს.

ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში (2015-2017)

(მიმდინარე პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო სამწლიანი პროექტის ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში განხორციელება და ზოგადი ზედამხედველობა.

ლგბტ-უფლებები სამხრეთ კავკასიაში

ომები, სახელმწიფოებრიობის რღვევა, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები - სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო: სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირის დაშლიდან ათ წელიწადზე მეტ ხანს იდგა ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე. სახელმწიფოებრივი სტრუქტურების კონსოლიდაციის, ტერიტორიული კონფლიქტების თუნდაც დროებით გაყინვის და დასავლეთ ევროპასთან დაახლოების შემდეგ ყურადღების ცენტრში სექსუალური უმცირესობების უფლებები მოექცა.

ავტორი სილვია შტობერი

საქართველო: თანამედროვეობას და შუასაუკუნეებს შორის

სამხრეთ კავკასიაში ლგბტ-უფლებებისთვის ბრძოლის თვალსაზრისით 2012 წლის 17 მაისი ისტორიული თარიღია. ამ დღეს, რომელსაც მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ როგორც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, საქართველოს დედაქალაქის ცენტრში თავდაპირველად აქტივისტთა ჯგუფის დემონსტრაცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვას მოითხოვდნენ.

ავტორი სილვია შტობერი