გერმანული ენერგიის ტრანზიცია

მომრავლებული ქარიშხლები, ხანძრები და დამანგრეველი გვალვები: კლიმატური ცვლილების ზეგავლენა უკვე მთელს მსოფლიოში იგრძნობა. ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული გაეროს მოლაპარაკებები (COP 18) უმნიშვნელოვანესი მოვლენაა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად გლობალური შეთანხმების მიღწებისათვის. მაგრამ მოლაპარაკებები ადგილობრივ ქმედებას ვერ შეცვლის. აუცილებელია, რომ ქვეყნებმა ეკონომიკიდან ნახშირბადის გამოყოფა ამოიღონ და განახლებადი ენერგიის გამოყენბაზე გადავიდნენ.

გასული ათწლეულის განმავლობაში გერმანიამ წარმატებით შეუწყო ხელი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას, რომელიც დღესდღეობით საჭირო ენერგიის 25% გამოჰყოფს. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის წარმომადგენლისა და ახალი ვებ-გვერდის ავტორის, არნე იუნგიოჰანის თქმით, ენერგიის ახალ წყაროებზე გადასვლით 380,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, თემები და მცირე ბიზნესები კი უფრო გაძლიერდნენ და სუფთა ენერგიის მწარმოებლები გახდნენ: “Energiewende ქვემოდან ზემოთ მიმართული პროცესია, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობა წარმართავს.”

მაგრამ როგორ წაიწევს წინ ბერლინი: გერმანია მხოლოდ მეზობელი ქვეყნებიდან შემოიტანს ბირთვულ ენერგიას და მთლიანად ნახშირის ენერგიაზე გადავა? გაიზრდება თუ არა ნახშირბადის გამოყოფა? რამდენად სანდოა განახლებადი ენერგია - შეძლებს თუ არა გერმანია მსგავს ინდუსტრიულ ეკონომიკას გაუმკლავდეს? შეუძლია თუ არა ამ სისტემას მერყევი ქარისა და მზის ენერგიის უწყვეტად მიწოდება?

“აქამდე გერმანელებს ისეთი განწყობა აქვთ, რომ ყველაფრის გაკეთებას შეძლებენ,” აღნიშნა კრეიგ მორისმა, ვებ-გვერდის ერთ-ერთმა მთავარმა ავტორმა. მორისი, რომელიც ფრაიბურგში მაცხოვრებელი ამერიკელი ჟურნალისტი და მთარგმნელია, აღნიშნავს: “ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განახლებადი ენერგია გაცილებით უფრო სწრაფად მწიფდებოდა, უფრო სანდო და უფრო იაფი გახდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.” სწორედ ამიტომაც გერმანელების უმეტესობა დარწმუნებულია ამ ტრანზიციის შესახებ. “ისინი ისეთ ტექნიკურ გამოწვევებს, როგორიცაა ენერგეტიკული ბადის არასტაბილურობას პრობლემად კი არა, არამედ დავალებად აღიქვამენ,” ამბობს მორისი.

ვებ-გვერდი საუბრობს არა მხოლოდ იმ პოლიტიკაზე, რომელიც ენერგიის გარდამავლობისათვის შეიქმნა. აქ ასევე აღწერილია, თუ რა გამოცდილების მიღება შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატებისა თუ ჩინეთის მსგავს ქვეყანას გერმანიის მაგალითიდან. “გერმანია ლიდერია და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ხარჯები მინიმუმამდე დაჰყავს,” ამბობს ცაო კე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პეკინის ოფისის წარმომადგენელი. “ახლა, როცა ხარჯები ნაკლებია, სხვა ქვეყნებს კიდევ უფრო ნაკლები დაუჯდებათ განახლებად ენერგიაში ინვესტიციის ჩადება.”

გერმანია ისეთივე მზიანია, როგორც ალიასკა. ამერიკის შეერთებული შტატებისათვის გაცილებით უფრო ადვილი იქნება მზის ენერგიაზე გადასვლა, ვიდრე ეს გერმანიისთვის არის, ვინაიდან მზის რესურსები გაცილებით უკეთესია და ამჟამად ხარჯები მნიშვნელოვნად დაბალია. “თუ ენერგიის ტრანზიცია გერმანიაში მოხერხდა, მაშინ ის უფრო მეტად მოსახერხებელი იქნება სხვა ქვეყნებისათვის,” ამბობს იუნგიოჰანი.

ვებ-საიტზე მოსახვედრად მიჰყევით ბმულს: www.EnergyTransition.de

www.EnergyTransition.de - პირველი კომპლექსური ვებ-გვერდია, რომელიც გერმანიის ენერგიის ტრანზიციას ინგლისურად აღწერს. იგი ჰაინრიჰ ბიოლოს ფონდის მიერ შეიქმნა, მისი ავტორები არიან გერმანელი მკვლევარი და ჰაიდელბერგის IFEU ინსტიტუტის წარმომადგენელი მარტინ პენტი და ამერიკული წარმოშობის ჟურნალისტი და მთარგმნელი კრეგ მორისი, რომელიც გერმანიის ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმოიხილავს. გვერდის დიზაინი და გრაფიკული მხარე ბერლინური კომპანია LUCID-ის მიერ მომზადდა. გვერდის რედაქტორები არიან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის წარმომადგენლები დოროთი ლანდგრებე და არნე იუნგიოჰანი.

ვებ-გვერდის შესახებ სიახლეები შეიტყვეთ ფეისბუქისა (Energy Transition) და თვითერის (@EnergiewendeGER) მეშვეობით.