ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერება შრომითი უფლებებისა და გარემოს დასაცავად (2015)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ასოციაცია მწვანე ალტერნატივასთან თანამშრომლობით და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დაფინანსებით განახორციელა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალური სამართლიანობისა და გარემოსდაცვითი პრინციპების მხარდაჭერას, ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერებისა და საზოგადოებაში აღნიშნული პრობლემატიკის მიმართ ცნობიერების ამაღლების გზით.

სახელმწიფოს მიდგომებს დასაქმებულთა შრომით უფლებებთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ნათლად აჩვენებს საკანონმდებლო ჩარჩოს ხარვეზები, რატიფიკაციის მიღმა დარჩენილი არაერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი და ამ უფლებების რეალიზების არსებული პრაქტიკა, განსაკუთრებით კი, ინდუსტრიულ ზონებში შექმნილი რთული ეკოლოგიური მდგომარეობა და დასაქმებულთა მძიმე თუ სახიფათო სამუშაო პირობები.

უკანასკნელი პერიოდის გაფიცვებმა და სხვა მიმდინარე პროცესებმა, უფლებათა დაცვის ბრძოლისათვის არსებული შანსების არსებობის გარდა, ნათლად გამოავლინა დასაქმებულების, სტუდენტურ/ინტერესთა ჯგუფების და იმ ადამიანების შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობა,  რომელთაც უშუალოდ მიემართებათ სახელმწიფოს პოლიტიკა.

ამისათვის, პროექტი მიზნად ისახავდა დასაქმებულთათვის და ინტერესთა ჯგუფებისათვის შრომისა და გარემოს დაცვის სფეროში რელევანტური ცოდნის, ინფორმაციის მიწოდებასა და ამ პირების აღჭურვას სათანადო უნარებით უზრუნველყოფას, რაც ხელს შეუწყობს თავად მსხვერპლთა გააქტიურებას/ჩართულობას უფლებათა დაცვით პროცესებში. გარდა ამისა, პროექტით გაწეული საქმიანობები, მუშათა აქტივობების მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის, მიზნად აგრეთვე ისახავდა სტუდენტური ჯგუფების გაძლიერებას, რაც გააჩენს შესაძლებლობას, საზოგადოებრივმა ჯგუფებმა მოახერხონ ადგილებზე არსებული შრომითი და ეკოლოგიური პრობლემატიკის ავთენტურად გამოვლენა, საჯარო სივრცეებში შეტანა და ადვოკატირება.

პროექტის ფარგლებში გამოიცა პუბლიკაცია "პრაქტიკული სახელმძღვანელო შრომის უფლებისა და გარემოს დაცვის სფეროში", მომზადდა ფოტორეპორტაჟები:

და დაიწერა რამდენიმე ბლოგი: