კონფერენცია "სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და არჩევანი

2015 წლის 12 ივნისს, სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ რეგიონულ ენერგეტიკულ კონფერენციას - სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და პოლიტიკური არჩევანი, უმასპინძლა. კონფერენციის მონაწილეები იყვნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ღონისძიება ოთხი ძირითადი საკითხის გარშემო იყო ფოკუსირებული: 1. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური და ენერგეტიკული განვითარების მახასიათებლები; 2. ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიების პერსპექტივები; 3. არსებული ენერგოსცენარების გავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე; 4. კლიმატის პოლიტიკა და მზადება პარიზის მოლაპარაკებისთვის.

კონფერენციაზე გაიმართა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის რეგიონული ენერგეტიკული კვლევის„სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და პოლიტიკური არჩევანი“ - პრეზენტაცია.  ღონისძიებაზე ძირითად მომხსენებლად მოწვეული იყო ბატონი ჰანს იოზეფ ფელი, რომელიც გერმანიაში, განახლებად ენერგიებთან და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული არა ერთი კანონის თუ სამართლებრივი დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი და 1998-2013 წლებში ბუნდესტაგის დეპუტატია.  

გთავაზობთ კონფერენციის ანგარიშს (ინგლისურ ენაზე)

"South Caucasus Energy Pathways: Opportunities for Development and Political Choices"

ჟურნალ ლიბერალის ინტერვიუ ფელთან;

ინტერვიუ ჰანს-იოზეფ ფელთან

 

Hans-Josef Fell in Tbilisi, Georgia - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

კონფერენციის ფოტოები

 

Opening of the Conference "Sustainable Energy Pathways in the South Caucasus"' data-embed='Opening of the Conference "Sustainable Energy Pathways in the South Caucasus"'>

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnailOpen external content on original site