ჟენევის მოლაპარაკებების მომავალი: დიპლომატიის როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის

Teaser Image Caption
დისკუსიის ძირითადი მომხსენებლები

2015 წლის 16 ივლისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურო ჩაატარა დისკუსია თემაზე ჟენევის მოლაპარაკებების მომავალი: დიპლომატიის როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის.

დისკუსიის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ: პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში; გიუნტერ ბეჰლერი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში; გიორგი კანაშვილი, კავკასიური სახლის დირექტორი, და ელენე ხოშტარია, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი.

დისკუსია სამხრეთ ოსეთის პირობითი ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ ბოლო პერიოდში გახშირებული ინციდენტების, რუსეთის ჯარის მიერ მავთულხლართების გავლებისა და ე.წ. სასაზღვრო დაფების დადგმის თაობაზე გააქტიურებული მსჯელობების ფონზე წარიმართა.

მომხსენებლები შეეხნენ ჟენევის პროცესის და დიპლომატიური მოლაპარაკებების ისეთ საკითხებს როგორიცაა, ხდება თუ არა ამ ფორმატში ნდობის აღდგენა? რა უშლის ხელს ერთმანეთის მიმართ ნდობის გამომუშავებას ამ ფორმატში? რა არის რუსეთის ინტერესი და როგორ ხდება მასთან პოზიციების შეჯერება? არის თუ არა ჟენევის ფორმატი მართლაც „ერთადერთი“ სივრცე კონფლიქტების მოგვარებაზე სასაუბროდ, თუ მის მიღმა კომუნიკაციის სხვა არხებიც არსებობს, რომლებიც ქმნიან რეალურ წინაღობებს ნდობის აღდგენისთვის, ან პირიქით ეშველებიან მას?

მოწვეული მომხსენებლების და დამსწრე აუდიტორიის მიერ ამ და სხვა საკითხებზე გამოთქმული მოსაზრებები, ქვემოთ შემოთავაზებულ დისკუსიის სრულ ვიდეო ჩანაწერში შეგიძლიათ იხილოთ.

 

Future of Geneva Talks: Role of Diplomacy in Conflict Transformation - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube