ვის ეშინია ფემინისტური კანონმდებლობის?

2016 წლის 1 დეკემებრს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ უმასპინძლა საჯარო დისკუსიას

ვის ეშინია ფემინისტური კანონმდებლობის?

მომხსენებლები:

  • ანა აბაშიძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ხელმძღვანელი;
  • თამარ გურჩიანი, იურისტი, ილიას სახ. უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • გიორგი ჩუბინიძე, ფილოსოფიის მაგისტრანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მოდერატორი: ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი

ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოს პარლამენტში არაერთი ფემინისტური საკანონმდებლო ინიციატივა ჩავარდა. ამის მაგალითია კანონპროექტები პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტების თუ სექსუალური შევიწროების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, ქართულ პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის იდეას საკმარისი თანამოაზრე არ ჰყავს. პოლიტიკური ნების გარეშე კი ვერც ბოლო დღეებში გახმაურებულ, ქალთა გენიტალიების დამახინჯების პრაქტიკასთან ბრძოლის ინსტრუმენტი შემუშავდება - იმისთვის, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს, სტამბულის კონვენციას ახალი მუხლი უნდა დაემატოს და მის რატიფიკაციას პარლამენტმა დაუჭიროს მხარი.

დისკუსიაზე განვიხილავთ: რა საკანონმდებლო ინიციატივები შევიდა პარლამენტში ბოლო 4 წლის მანძილზე, რომელიც ქალებსა და სხვა გენდერულ ჯგუფებს აძლიერებდა? რომელი მათგანი გავიდა და რა ფორმით? რა ინტერპრეტაცია შეიძლება გაკეთდეს ამ ინიციატივების გასატანად გაწეული კომპრომისების თვალსაზრისით? საკანონმდებლო შეფასებასთან ერთად, საინტერესოა ფემინისტური პერსპექტივიდანაც დავინახოთ ამ პროცესების პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა.

გთავაზობთ დისკუსიის ვიდეოჩანაწერს >>

 

Who is afraid of Feminist Legislation? / ვის ეშინია ფემინისტური კანონმდებლობის? - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube