დაკარგული ისტორია - საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი

"ყველა ვალდებულნი ვართ..."

1920-იან წლებში უცნობმა მოქალაქემ წინააღმდეგობის მოძრაობის ახალგაზრდა მონაწილეს, ლიზა ქავთარაძეს, გადაუდებელი საქმისათვის საჭირო ფული გადასცა და უკან დაბრუნების პირობასა და ვინაობის გამხელაზე უარი თქვა. მისი სიტყვები − „ყველა ვალდებულნი ვართ“ − 21-ე საუკუნის საქართველოს მოქალაქეებისათვის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა დახმარების იატაკქვეშა ორგანიზაციის, „საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვრის“, სიმბოლურ დევიზად შეიძლება ჩაითვალოს.

დღეს მძიმე ამოცანაა ათასობით პოლიტიკური პატიმრის, დევნილისა და მათი ოჯახის წევრთა სიცოცხლის გადასარჩენად მებრძოლი თანამოქალაქეების სახელების აღდგენა და საოკუპაციო რეჟიმის დროს არალეგალური ჰუმანიტარული მოძრაობის ისტორიის დეტალების გარკვევა. თავად მოძრაობის წარმომადგენლები აცნობიერებდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითოეული ადამიანის თუ ორგანიზაციის ღვაწლის აღნიშვნა, რომელთაც თუნდაც სიმბოლური წვლილი შეიტანეს უსამართლობის მსხვერპლთა დასახმარებლად. მაგრამ პოლიტპატიმართა დამხმარე იატაკქვეშა ორგანიზაციას კონსპირაციულად უწევდა მუშაობა, რის გამოც ისტორიაში შესამჩნევი კვალი ვერ დატოვა. მრავალი პრინციპული და აქტიური მოქალაქის სახელი, რომლებმაც უკანასკნელი ლუკმაც კი უწილადეს განწირულებს, სამუდამოდ უცნობი დარჩა. მოძრაობის ორგანიზატორთა უმრავლესობაც საბჭოთა ტერორის მსხვერპლი გახდა. მათაც ვეღარ შეძლეს სამოქალაქო სოლიდარობის მონაწილეთა სახელები შემოენახათ მომავალი თაობებისთვის.

ისტორიის გაყალბების გამო დღეს ჩვენს საზოგადოებას მწირი ინფორმაცია აქვს უახლოეს წარსულზე. შესაბამისად, თანამედროვეები ვერ ახერხებენ გაიაზრონ და შეაფასონ იმ მსხვერპლის მასშტაბი, რომელიც ქვეყანამ 1920-1930-იან წლებში გაიღო საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებისას − დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

"საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვრის" ისტორია იმჟამინდელი საზოგადოების სოლიდარობისა და თვითორგანიზების კულტურის აქამდე უცნობი ეპიზოდია. სოლიდარობისა და თვითორგანიზების კულტურის კვლევა კი დღეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ გავაცნობიეროთ, რას დაეფუძნა წარსულში ურთიერთდახმარების ასეთი ძლიერი მოძრაობა და ვიმსჯელოთ - ისტორიული გამოცდილების გათვალისწინების გარეშე, შეგვიძლია თუ არა თანამედროვე, მძიმე სოციალურ და კულტურულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ.

 

Product details
Date of Publication
2016
Publisher
SovLab
Number of Pages
212
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
ISBN / DOI
978-9941-0-9317-3
Table of contents

წინათქმა 6

თავი I - რუსეთის იმპერიის პოლიტიკურ პატიმართა დახმარების ორგანიზაციები რუსეთში, საზღვარგარეთ და საქართველოში 1917 წლამდე

პოლიტპატიმართა დამხმარე ქსელების წარმოშობა 12
პოლიტპატიმართა მდგომარეობა იმპერიის ციხეებში 16
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის პოლიტპატიმართა დამხმარე "ციხეების კომისია" 19
1905 წლის რევოლუციისა და "რეაქციის" დროს ჩამოყალიბებული "წითელი ჯვრის" და რეპრესიების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დამხმარე კომიტეტები 22
პოლიტპატიმართა და გადასახლებულთა დახმარების ქსელები "რეაქციის" ხანიდან 1917 წლამდე 32

თავი II - ჰუმანიტარული ორგანიზაციები და ინიციატივები საქართველოში 1917 წლის რევოლუციის შემდეგ და დამოუკიდებლობის პერიოდში

გადასახლებიდან დაბრუნებულთა დახმარების ორგანიზაციები 46
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება 48
დაზარალებულთა კომიტეტები და ფრონტის დახმარე ინიციატივები 51
ქალთა გაერთიანებული ინიციატივა 52

თავი III - "საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი" საბჭოთა ოკუპაციის წლებში

1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დაცვისას ბრძოლებში დაზარალებულთა დახმარება 56
პოლიტიკური რეპრესიებისა და მასობრივი ტერორის დასაწყისი 58
ციხეების მდგომარეობა 61
ქალთა "პოლიტიკური წითელი ჯვარი" 70
კავშირის ორგანიზება ემიგრაციაში მყოფ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან 75
კამპანია საერთაშორისო ყურადღებისა და დახმარების მობილიზებისათვის 80
1923-1924 წლის გენერალური შეტევა დახმარების არალეგალურ ქსელზე 85
ჰუმანიტარული კრიზისი 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდეგ; კავშირის დამყარება რუსეთის "პოლიტიკურ წითელ ჯვართან" და "პოლიტპატიმართა დახმარებასთან" 92
მდგომარეობა 1925 წლიდან. უკანასკნელი ორგანიზაციების განადგურება 1937 წლის დიდი ტერორის დროს 98

თავი IV - ელენე მაისურაძის მოგონება და დღიური,

1919 წელი

მოგონება 112
დღიური 123

პირთა საძიებელი 148