იმპერიის შემდგომ: 1917 წლის რუსეთის რევოლუციები და საქართველოს პოლიტიკური პროექტი

საჯარო დებატების პროექტის ფარგლებში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ, 8 ნოემბერს ჩაატარა საჯარო დისკუსია თემაზე: „იმპერიის შემდგომ: 1917 წლის რუსეთის რევოლუციები და საქართველოს პოლიტიკური პროექტი“. აღნიშნულ დისკუსიაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ: გიორგი მაისურაძე - ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბექა კობახიძე - ისტორიკოსი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და ლაშა ბაქრაძე - ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი. თამარ გურჩიანმა უზრუნველყო დისკუსიის მოდერირება.

გიორგი მაისურაძემ ისაუბრა რუსეთის რევოლუციების მნიშვნელობაზე საქართველოსთვის. მან აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საქართველო ჩამოყალიბდა ოქტომბრის რევოლუციის შედეგად. გიორგი მაისურაძე ასევე შეეხო იმ საკითხს, რომ ქართული ნაციონალიზმის, იმ გაგებით, რომლითაც ჩვენ დღეს ამ ცნებას ვიყენებთ, უდიდესი ნაწილი შეიქმნა საბჭოთა პერიოდის დროს, მნიშვნელოვანწილად ქართველი ფილოლოგების და ისტორიკოსების მიერ. მან ასევე ისაუბრა იმ გარემოებაზე, რომ 1917 წლის რევოლუციების შეფასება დღესდღეობით საქართველოში არ ხდება და კვლევები ამ მიმართულებით არ კეთდება. მოხსენების ბოლოს, მან აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირმა ოქტომბრის რევოლუციიდან მოყოლებული შექმნა კაპიტალიზმის  - დომინანტური პოლიტიკური და ეკონომიკური  სისტემის ალტერნატივა. რასაკვირველია, ის თუ  რატომ გადაიქცა საბჭოთა კავშირი კორუფციის ბუდედ და დაადგა თვითგანადგურების გზას, ცალკე დისკუსიის თემაა.  

ბექა კობახიძემ მოხსენება დაიწყო რევოლუციის გავლენით რუსეთის შემდგომი პერიოდის განვითარებაზე. მან აღნიშნა, რომ დღევანდელი პერსპექტივით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თებერვლის რევოლუცია იყო ყველაზე რეალური შანსი რუსეთისთვის, რათა ის ჩამოყალიბებულიყო დემოკრატიულ სახელმწიფოდ, თუმცა ოქტომბრის რევოლუციამ რუსეთს ეს შანსი წაართვა. აღნიშნულმა რევოლუციამ ასევე გამოიწვია სეცესიური პროცესები რუსეთის იმპერიის განაპირა მხარეებსა და მეტროპოლიას შორის და განვითარების საშუალება არ მისცა საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას.

ლაშა ბაქრაძემ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ შესაძლოა საბჭოთა კავშირი იყო ალტერნატივა, თუმცა მისი აზრით, ეს იყო ერთგვარი ჩიხი, რომლისგანაც დაღწევას დღემდე ცდილობს საქართველო. ლაშა ბაქრაძემ ისაუბრა გარკვეული მითების არსებობაზეც. ერთ-ერთი მითი მაგალითად იყო ის, რომ 1920-იან წლებში საბჭოთა კავშირში საკმაო ლიბერალური სისტემა არსებობდა, ან  ის რომ 1937 წლის დიდი ტერორი პარტიის წევრების მიმართ ხორციელდებოდა. როგორც დღევანდელი წყაროებით დასტურდება, პარტიულთა რაოდენობა მოკლულთა და გადასახლებულ ადამიანთა მხოლოდ 10% შეადგენდა.  მოხსნების ბოლოს მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენი ყველანი ვართ ჰომოსოვიეტიკუსის ნაწილი და ამ ცნების ქვეშ მოიაზრებიან არა მარტო ის ადამიანები, ვინც საბჭოთა პერიოდის დროს დაიბადა, არამედ შემდგომი თაობებიც. სწორედ ამიტომ, მას არ მიაჩნია, რომ თაობების ცვლა გამოიწვევს ფუნდამენტურ ცვლილებებს.

მოხსენებების შემდეგ დაისვა ბევრი კითხვა მონაწილეების მხრიდან და გაიმართა საკმაოდ ცხარე დისკუსია. აღნიშნულმა დებატებმა აჩვენა თუ რაოდენ აუცილებელია მნიშვნელოვან სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე დისკუსიის გამართვა.

  • ბექა კობახიძე

  • გიორგი მაისურაძე

  • ლაშა ბაქრაძე