რატომ არის პოსტ-კომუნისტური ნაცრისფერი ზონა კვლავ ნაცრისფერი

არსებობს ხუთი პოტენციური გადაწყვეტა იმ პრობლემის, რომელიც უკავშირდება უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის და აზერბაიჯანის არსებულ მდებარეობას უსაფრთხოებისა და პოლიტიკური თვალსაზრისით დისტანციურ ადგილას. პრობლების გადაჭრის ეს გზები მოიცავს დასავლეთ-რუსეთის დიდ ურთიერთშეთანხმებას, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში შესვლას, ევროკავშირში გაწევრიანებას, უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ამერიკისგან და ინტერმარიუმის შექმნას.

Andreas Umland at HBS Tbilisi Office

ანდრეას უმლანდი, გერმანელი პოლიტოლოგი და ისტორიკოსი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის- სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტუმარია.

უმლანდმა სალექციო კურსის "ომი და მშვიდობა" ფარგლებში გამართა საჯარო ლექცია "რატომ არის პოსტ-კომუნისტური ნაცრისფერი ზონა კვლავ ნაცრისფერი: მიზეზები და სამომავლო სცენარები".

არსებობს ხუთი პოტენციური გადაწყვეტა იმ პრობლემის, რომელიც უკავშირდება უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის და აზერბაიჯანის არსებულ მდებარეობას უსაფრთხოებისა და პოლიტიკური თვალსაზრისით დისტანციურ ადგილას. პრობლების გადაჭრის ეს გზები მოიცავს დასავლეთ-რუსეთის დიდ ურთიერთშეთანხმებას, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში შესვლას, ევროკავშირში გაწევრიანებას, უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ამერიკისგან და ინტერმარიუმის შექმნას.

ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი მოდელი დღემდე არ განხორციელებულა. რა გახდა ამის მიზეზი? მთავარი მიზეზი, რატომაც ნაცრისფერი ზონა გაჩნდა და კვლავაც არსებობს, არის დასავლეთის მარცხი გაეთვალისწინებინა მსოფლიო მნიშვნელობის შესაძლებლობა შეექმნა „საერთო ევროპული სახლი“ (გორბაჩოვი) 1991 წლის შემდეგ. დასავლეთმა ვერ შეძლო მოეხდინა რუსეთის ინტეგრირება დასავლეთთან, ხოლო მოგვიანიებით დაეზღვია ნაცრისფერ ზონაში მყოფი ქვეყნები რუსეთის რევანშიზმისგან. ნაცრისფერი ზონის გაჩენის და კვლავ არსებობის სხვა მიზეზები ასევე მოიცავს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპელი ელიტების არასაკმარის სტრატეგიულ წინასწარგანჭვრეტას. მათი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება უსაფრთხოების ინტერესებს, იყო და დღემდე არის არასაკმარისად დამოუკიდებელი. ისინი კვლავ არიან ორიენტირებული გაიმეორონ ის აქსიომები, რომლებიც ისმის ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან, ლონდონიდან, პარიზიდან და ბერლინიდან.

პოსტ-კომუნისტურ სივრცეში არსებული ნაცრისფერი ზონის შიგნით და გარეთ, ბევრი ანალიტიკოსი ქვეცნობიერად უყურებს პოსტ-საბჭოთა გეოპოლიტიკას ზედმეტად გეოგრაფიული ან გალაქტიკური კუთხით. ისინი აღიქვამენ ევროპას, რომელიც მოიცავს კარგ ნატო/ევროკავშირის პლანეტას და დანარჩენების ცუდ პლანეტას. რუსეთის გეოგრაფიული სიახლოვე, ოთხი მიუმხრობელი ქვეყანა, ნატოსა და ვეროკავშირის წევრი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები და ამ სამი სივრცის უსაფრთოებისა და პოლიტიკის ურთიერთდაკავშირება, ჯერჯერობით არ აისახა ადეკვატურ ნაბიჯებში ნაცრისფერი ზონა პოსტ-კომუნისტურ სივრცეში ნაკლებად ნაცრისფერი გამხდარიყო.

 

Why the Post-Communist Grey Zone Is Still Grey? - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

ანდრეას უმლანდის სტატიას ქართულ ენაზე გაეცანით ჩვენს ვებგვერდზე