ფემინისტური პოდკასტების სერია „ფემინსტრიმი“ [2020]

(დასრულებული პროექტი) ფემინისტური დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს მუშაობას კანონპროექტებსა და პოლიტიკურ აქტორებზე ზეგავლენას, ნაკლებ სივრცეს ტოვებს აქტივიზმის ალტერნატიული ფორმებისთვის. პროექტი ფემინსტრიმი, ქმნის სწორედ ასეთ ალტერნატიულ სივრცეს კრიტიკული გადააზრებისათვის, გვთავაზობს რა ნაკლებად ხილული თემების ანალიზს ფემინისტური ხედვით.

feminstream logo

პროექტი პოპულარიზაციას უწევს ფემინისტურ ფასეულეობებს. ფემინისტი აქტივისტების მიერ ქალებზე ორიენტირებული აუდიო-პოდკასტების შექმნით და გენდერული საკითხის ფემინისტური ანალიზით, ის ცდილობს შეინარჩუნოს უკვე ჩამოყალიბებული პლატფორმა, გააძლიეროს მარგინალურად მიჩნეული ქალების ხმა და წაახალისოს გენდერულად სენსიტიური საკითხების გაანალიზება, პატრიარქალური საზოგადოების შიგნით. ყველაფერთან ერთად პროექტი ზრუნავს ფემინისტი აქტორების გაძლიერებაზეც.

ფემინსტრიმი მოიცავს ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ ფემინისტურ საკითხს:

  • სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები;
  • გარემოსდაცვითი სამართლიანობა და ქალთა უფლებები;
  • ფემინისტური ისტორია/სოციალური მოძრაობის განვითარება
  • ქვიარ აქტივიზმი და მისი ყოველდღიურობა
  • კოვიდ19-ის გენდერული ასპექტები

თითოეული პოდკასტი, საშუალოდ განთავსებულია, როგორც პარტნიორი ორგანიზაციების (ბიოლის ფონდის ფემინისტურ და ქალთა ფონდის) ვებგვერდებზე, ისე იუთუბ არხსა და პროექტის სპეციალურ ფეისბუქ გვერდზე; ასევე ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“-ს ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდზე.    

პროექტი ფემინსტრიმი, 2015 წელს, ბიოლის ფონდისა და ქალთა ფონდის თანამშრომლობით დაიწყო. იქმნებოდა ფემინისტური რადიო პროგრამები, რომლებიც გადიოდა რადიო თავისუფლებაზე, ყოველკვირეული რადიო გადაცემის „გენდერული ამბების“ სახით.  2017 წელს პროექტმა მიიღო ახლანდელი, აუდიო პოდკასტების სახე, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდებოდა ბიოლის ფონდის ფემინისტურ ვებ გვერდზე -  მისი ძირითადი ფოკუსი იყო კულტურა (ხელოვნება, ლიტერატურა, კინო და მუსიკა) და მისი ფემინისტური მიმოხილვა. 2018, 2019 და 2020 წლებში პროექტმა გააგრძელა აუდიო პოდკასტების სერიის ფორმატი, თუმცა შეიცვალა თემატიკა, ის მეტად იყო მორგებული ქალზე და მის აქტუალურ პრობლემებზე.