საქართველო გაეროს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაზე (2021)

climate basics logo

აეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26- კონფერენცია - COP 26 (.. გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია) წელს გლაზგოში იმართება. მხარეთა ეს კონფერენცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბევრი მიმართულებით, მათ შორის, კლიმატისთვის, გლობალურ და ეროვნულ დონეებზე მოქმედებების ტემპებისა და გეზის გადასაწყვეტად. კონვენციას 197 მხარე ჰყავს, მათ შორის, საქართველო. საქართველო კონვენციის მხარეა 1994 წლიდან და წინა წლების მსგავსად, საქართველოს დელეგაცია, წელსაც მიიღებს მხარეთა კონფერენციაში მონაწილებას.

კლიმატის ცვლილების კონფერენციის მიმდინარეობის პერიოდში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით, ქლაიმათ ბეისიქსი (Climate Basics) რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს:

  • დააკვირდება ქართული მხარის მონაწილეობას კონფერენციაში, რაც გაზრდის პროცესების გამჭვირვალობას და მონაწილეთა პასუხისმგებლობას.
  • გაზრდის ცოდნას კლიმატის ცვლილების საერთაშორისო მოლაპარაკებების, მათი როლის და მნიშვნელობის შესახებ.
  • საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას კონფერენციაზე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, განცხადების თუ ინიციატივის შესახებ.