ვაცხადებთ მონაწილეთა მიღებას 2020 წლის ონლაინ მწვანე აკადემიაში: სახელმწიფო და საზოგადოება კორონავირუსის დროს გამოქვეყნებული: 3 აგვისტო 2020 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი აცხადებს მონაწილეთა მიღებას 2020 წლის ონლაინ მწვანე აკადემიაში "სახელმწიფო და საზოგადოება კორონავირუსის დროს მწვანე აკადემიის შესახებ".
მწვანე აკადემია 2019 - მწვანე მომავალი, რომელიც გვჭირდება გამოქვეყნებული: 8 აგვისტო 2019 „მწვანე მომავალი, რომელიც გვჭირდება. ალტერნატიული პოლიტიკის ძიებაში“ - სწორედ ამ დასათაურებით შესთავაზა მწვანე აკადემიამ წლევანდელ მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს ხუთდღიანი პროგრამა, რომელიც ხუთ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებდა: პოსტ-სოციალისტური ტრანსფორმაცია, საზიარო რესურსები, უფლება ქალაქზე, ნეოლიბერალიზმი და გენდერი, სოციალური მოძრაობები.
აკადემიის შესახებ გამოქვეყნებული: 8 ოქტომბერი 2016 რა არის „მწვანე აკადემია“ მწვანე აკადემია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროექტია, რომლის მიზანია მწვანე საკითხების აქტუალიაზება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაში. მეტიც, მწვანე აკადემია კრიტიკულად აანალიზებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სოციო-ეკონომიკური განვითარების გამოცდილებას, განიხილავს მიკრო და მაკრო მასშტაბების ალტერნატივებს და ცდილობს გადაკვეთის წერტილების იპოვოს საქართველოში და რეგიონში არსებული სხვადასხვა სოციალური მოძრაობების აქტორებს შორის. პირველი მწვანე აკადემია 2015 წელს, საქართველოში გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიურად მასპინძლობს ახალგაზრდა აქტივისტებს, ჟურნალისტებს, მეცნიერებს თუ პოლიტიკოსებს. მწვანე აკადემია, როგორც ადგილობრივი პლატფორმა მდგრადი განვითარების პოლიტიკის საკითხებზე თანამშრომლობისათვის 2016 წლიდან სომხეთშიც იმართება.