ანანო ცინცაბაძე
Anano Tsintsabadze

ანანო ცინცაბაძე 10 წელზე მეტი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი იურისტია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტის დასრულებისთანავე, პრაქტიკა დაიწყო იურიდიულ ფირმაში, სადაც მის ძირითად პროფილს წარმოადგენდა ქონების რესტიტუციის სამართლებრივი ასპექტები. მას შემდეგ მუშაობდა სატელეკომუნიკაციო სამართლის კუთხით.

არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის პერიოდიდან აღსანიშნავია აქტივობა გარემოს დაცვის კანონმდებლობის შემუშავებისა და ქალთა უფლებების დაცვის მიზნით

2014 წლის დეკემბერში ანანომ მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი (ჩიკაგო, კენტის სამართლის სკოლა).