არევიკ მარტიროსიანი
სოციოლოგიის მაგისტრი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი

არევიკ მარტიროსიანი ამჟამად ერთ-ერთი აქტიური ფემინისტი მკვლევარია სომხეთში. ის არის რამდენიმე დოკუმენტური ფილმის ავტორი, რომელიც პოლიტიკური ჩართულობის, ანტიმილიტარიზმის და ფემინიზმის თემებს ეძღვნება. მისი განსაკუთრებული ინტერესის საგანია ომისა და უსაფრთხოების დისკურსის ზეგავლენა სომხეთის პოლიტიკურ კულტურაზე, ასევე, გარემოსდაცვითი საკითხების გადაკვეთა რუსეთისა და „დასავლეთის“ კაპიტალისტურ და კოლონიურ ექსპანსიასთან.

არევიკი სხვადასხვა ფემინისტური და არტ კოლექტივების დამფუძნებელი და წევრია. ასევე, ის იყო არაერთი აქტივობის ინიციატორი, რომელთა მიზანს წარმოადგენდა საჯარო სივრცის დაკავება და ფემინიზირება, ტექსტების წერა თუ სხვა ფემინისტური პრაქტიკების განხორციელება. ის არის პარტიზანული ჯგუფის “Revorythms”-ის წევრი:  http://www.spacesproject.net/living-with-shushanik-kurghinyan