მიქაელ ზოლიანი

მიქაელ ზოლიანი ისტორიკოსი და პოლიტიკის ანალიტიკოსია ერევნიდან (სომხეთის რესპუბლიკა). იგი ბრიუსოვის სახელობის ერევნის სახელმწიფო ლინგვისტურ უნივერსიტეტში ასწავლის და ასევე, როგორც პოლიტიკის ექსპერტი ჩართულია ერევნის პრეს-კლუბის საქმიანობაში.

მან უმაღლესი განათლება ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა) და ცენტრალურ ევროპულ უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი) მიიღო. სამეცნიერო მოღვაწეობას მიქაელი ბერკლისა და ლოს ანჟელესის კალიფორნიის უნივერსიტეტებში (კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები) ეწეოდა.

მიქაელ ზოლიანის სამეცნიერო საქმიანობაში შედის ნაციონალიზმის, ეთნიურობის, ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების, დემოკრატიზაციისა და სოციალური მოძრაობების საკითხები. მიქაელი რიგი სტატიების ავტორია, რომლებიც ერთნაირი წარმატებით იბეჭდება როგორც სომხეთში ისე მის გარეთ. იგი ასევე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიური რეგიონალური ბიუროს ყოფილი სტიპენდიატი გახლავთ.