ნვარდ მანასიანი
ნვარდ მანასიანი

განათლების ექსპერტი, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. ნვარდმა სომხეთის საიჟინრო უნივერსიტეტი დაამთავრა; ასევე, მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ამერიკის ორი უნივერსიტეტიდან.  წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტს მართავდა სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2007 წლიდან ასწავლის უმაღლეს სასწავლებლებში. ქვეყნის ერთ-ერთ უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარა ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრს.  2009 წელს შეუერთდა „ტემპუსს“ (TEMPUS), უმაღლესი განათლების რეფორმების ექსპერტთა ქსელს. ამჟამად კომუნიკაციების სპეციალისტია და მსოფლიო ბანკში მუშაობს. ასევე, არის სომხეთის განათლების ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. აღნიშნული ფონდი სტიპენდიებს გასცემს წარჩინებულ სომეხ სტუდენტებზე.

ქალბატონი მანასიანის კვლევის ინტერესები უმაღლესი განათლების პოლიტიკას და გენდერს  უკავშირდება. ნვარდ მანასიანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია.