ვიქტორ ვორონკოვი

ვიქტორ ვორონკოვი, სოციოლოგი, დაიბადა ლენინგრადში 1945 წელს (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი/რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა). მან უმაღლესი განათლება ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე მიიღო.

ვიქტორი მკვლევარად მუშაობდა ირკუტსკისა და ლენინგრადის სხვადასხვა აკადემიურ დაწესებულებაში. 1991 წლიდან იგი სანკტ-პეტერბურგის (რუსეთის ფედერაცია) სოციალური კვლევების დამოუკიდებელი ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორია. ვიქტორ ვორონკოვი 100-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი და 20 სამეცნიერო გამოცემის რედაქტორია.

მისი დღევანდელი სამეცნიერო ინტერესების სფეროებია: ეთნიურობა, მიგრაცია, ნაციონალიზმი, სოციოლოგიური კვლევების თვისობრივი მეთოდები.