გენდერული თანასწორობის გაუმჯობესება საქართველოში. საკონფერენციო მასალები

წინამდებარე კრებული წარმოადგენს კონფერენციის მასალებს, რომელიც 2009 წლის ნოემბერში ქ. თბილისში შედგა და გენდერული თანასწორობის საკითხებს მიეძღვნა. კონფერენცია განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო ინიციატივა თანაბარი მონაწილეობისათვის“ ფარგლებში.

ორგანიზატორები შევეცადეთ სხვადასხვა სპექტრში წარმოგვეჩინა ქალების მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივები. კონფერენციის მსვლელობისას განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა ქალების მონაწილეობა სამშვიდობო პროცესებში, ქალები პოლიტიკაში, საკანონმდებლო ბაზის ანალიზი გენდერული კუთხით, ქალები ეკონომიკური განვითარებისათვის და ქალები მდგრად განვითარებაში და სხვ.

კონფერენციის თემატიკის აქტუალობის გამო საჭიროდ ჩავთვალეთ ამ მასალების ცალკე პუბლიკაციად გამოცემა.

პუბლიკაციაში შევიდა თერთმეტი მოხსენება, სადაც განხილულია ის საკითხები, რომელთა გადაჭრა უახლოესი წლების განმავლობაში უნდა მოხდეს.

პუბლიკაციის ბოლო ნაწილი დაეთმო რამდენიმე ჩანაწერს საჯარო დებატებიდან, რომლებიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში 2004 წლიდან იმართება პროექტის „საჯარო დებატები საქართველოს მოდერნიზაციის შესახებ“ ფარგლებში. ამ გამოცემაში შესული დისკუსიების თემა ჰომოფობიაა, რომელიც კონფერენციის სამუშაო თემებს შორისაც მოიაზრებოდა, თუმცა კონფერენციის ფორმატმა მისი განხილვის საშუალება არ მოგვცა. ჰომოფობია ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხად რჩება და აუცილებლად მიგვაჩნია მისი, როგორც სადისკუსიო თემის წინ წამოწევა. პუბლიკაციაში შევიდა 2007 და 2009 წელს შემდგარი ორი დისკუსიის ჩანაწერი (16 მარტი, 2007 და 20 მაისი, 2009), რათა გვეჩვენებინა დინამიკა და საზოგადოების განწყობის ცვლილება დროში. გვინდა ავღნიშნოთ, რომ საჯარო დებატები ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროში 2004 წლიდან იმართება. ფონდი ცდილობს განსახილველად წამოწიოს ის თემები, რაც საზოგადოებაში იმ ნორმებისა და ღირებულებების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, რომელებიც დემოკრატული და სამოქალაქო პოლიტიკური კულტურის განვითარებას წაადგება. საჯარო დებატები პუბლიკაციის სახით ყოველწლიურად გამოიცემა და ყველა დისკუსიის ჩანაწერს მოიცავს.

დასასრულ, გვსურს მადლობა ვუთხრათ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას, რომლის ფინანსური დახმარებითაც განხორციელდა ეს პროექტი, სტატიების ავტორებს, რომლებმაც თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაგვიზიარეს და იმედს ვიტოვებთ, რომ წინამდებარე პუბლიკაცია საინტერესო მასალად იქცევა მსჯელობისათვის და მომავალი დისკუსიებისთვის.

Product details
Date of Publication
2009
Publisher
Heinrich Boell Foundation
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
Table of contents

წინასიტყვაობა 4
პროექტის შესახებ 5
კანონმდებლობის ანალიზი და სამომავლო პერსპექტივები 9

  • ხათუნა ჭითანავა 9
  • ნინო ჯავახიშვილი 17

ქალები პოლიტიკაში 25

  • ლელა გაფრინდაშვილი 26
  • ეკა აღდგომელაშვილი 32

ქალთAა როლი კონფლიქტების დარეგულირებაში 39

  • ნინო ციხისთავი 39

ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება 45

  • მარინა თაბუკაშვილი 45
  • ნანა ფანცულაია 53
  • ირმა ინარიძე 59
  • მიხეილ თოქმაზიშვილი 65

ქალები და მდგრადი განვითარება 73

  • მარინა ელბაქიძე 73
  • ნინო შავგულიძე 81

ჰომოფობია 89

  • ჰომოფობია, როგორც სოციალური პრობლემა 91
  • ჰომოფობია: კერძო სივრციდან საჯარო სივრცემდე 104