სახელწიფო, საზოგადოება და კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში. საზაფხულო სკოლა ბაზალეთზე

Teaser Image Caption
საზაფხულო სკოლის მონაწილეები

2010 წლის 18-24 ივლისს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა, გეორგ-ეკერტის ინსტიტუტთან თანამშრომლობითა და გერანიის აკადემიური გაცვლითი სერვისის ფინანსური მხარდაჭერით ბაზალეთში მოაწყო საზაფხულო სკოლა: სახელწიფო, საზოგადოება და კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში.

საზაფხულო სკოლა მოეწყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, მასში მონაწილეობა მიიღეს სასტიპენდიო პროგრამის ამჟამინდელმა და ყოფილმა სტიპენდიანტებმა, ასევე დოქტორანტურის სტუდენტებმა გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. მთლიანობაში, სკოლამ თხუთმეტ ახალგაზრდა მეცნიერსა და მკვლევარს უმასპინძლა. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ პოლიტოლოგები, ევროპათმცოდნეები, ანტროპოლოგები და სხვა აკადემიური დარგის წარმომადგენლები.

ორგანიზატორებმა საზაფხულო სკოლის ხუთდღიანი პროგრამა შეადგინეს და მონაწილეებს მაქსიმალური შესაძლებლობა მისცეს გააღრმავებინათ თეორიული ცოდნა და გაეუმჯობესებინათ პრაქტიკული ჩვევები, რომლებიც მათი ნაშრომების დასრულებისათვის არის საჭირო.

საზაფხულო სკოლაში მოწვეულ იყვნენ პროფესორები და ექსპერტები გეორგ-ეკერტის ინსტიტუტიდან, ლაიდენისა და ოსლოს უნივერსიტეტებიდან, სანტ-პეტერბურგის დამოუკიდებელი სოციალური კვლევების ცენტრიდან, ევროპის უნივერსიტეტიდან/ცენტრალური აზიის ამერიკული უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, კავკასიის ინსტიტუტიდან (სომხეთი), მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტიდან (საქართველო), სომხეთის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტიდან, რომლებმაც მონაწილეებისათვის ლექციები წაიკითხეს და ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები ჩაატარეს.

საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავდა სესიებს აკადემიური წერის შესახებ, ასევე ლექციებს შემდეგ თემაზე: ჰიბრიდული რეჟიმები, იდენტობა, დისკურსის ანალიზი, ხარისხობრივი ინტერვიუბი. მონაწილეებმა ასევე წარმოადგინეს საკუთარი ნაშრომის პრეზენტაციები.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდიანტების კვლევები მრავალფეროვანია და მოიცავს საკითხებს, რომლებიც ადგილობრივ საზოგადოებაში რელევანტურია. კვლევის თემები მოიცავს ნაშრომს სომხეთში მცხოვრები ლტოლვილების შესახებ, თანამედროვე ერევნის სასოფლო-სამეურნეო მიგრანტებისა და მიგრანტთა სხვადასხვა სუბ-ჯფუფებს შორის დისკურსის ანალიზს; კვლევას ქართველი დევნილების შესახებ, რომელიც მათ მიერ ტრამვასთან გამკლავებასა და ემოციურ მდგომარეობას სწავლობს; კვლევა ჯავახეთში ეთნიკური სტერეოტიპებისა და შეუწყნარებლობის კონსტრუირებას პროცესის შესახებ. გერმანელმა სადოქტორო სტუდენტებმაც ყურადღება თანამედროვე სამხრეთ კავკასიური საზოგადოებაში არსებული კონფლიქტებისათვის დამახასიათებელ სხვადასხვა საკითხებზე გაამახვილეს.

საზფხულო სკოლის ინტენსიური აკადემიური პროგრამა ორგანიზატორებმა გორში სტალინის მუზეუმში, უფლისციხესა და ატენის ტაძარში საინტერესო ვიზიტებით შეავსეს.

საზაფხულო სკოლის შემდეგ ახალგაზრდა მეცნიერები და მენტორები წლის ბოლომდე საკუთარ ნაშრომებზე მუშაობას დაასრულებენ.

სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების კლვლევისადმი მიძღვნილ საზაფხულო სკოლას ჰაინრიხ ბიოლის უკვე მესამე წელია აწყობს. ჩვენის ღრმა რწმენით, სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების სხვადასხვა ასპექტების კვლევა და ცოდნა სხვადასხვა ჯგუფებს შორის განსხვავებების აღმოფხვრისა და შესაბამისად, მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიური რეგიონის არსებობის წინაპირობაა.

საზაფხულო სკოლის ვრცელი მიმოხილვა (გერმანულად)