საზაფხულო სკოლა ვალეში

საზაფხულო სკოლის მონაწილეები
Teaser Image Caption
საზაფხულო სკოლის მონაწილეები

2010 წლის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სასტიპენდიო პროგრამამ (პროგრამა სათავეს იღებს 2003 წლიდან), საფუძველი დაუდო ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიული ქსელის შექმნას სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებში. პროფესიული ქსელის ორი ორგანიზაციის დაფუძნებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ახალი სოციალური სწავლებების ინსტიტუტსა (INSS, სომხეთი) და სოციალური პრაქტიკის შემსწავლელ ცენტრს (CSSP, საქართველო).

2010 წლის საზაფხულო სკოლას ორგანიზება სოციალური პრაქტიკის შემსწავლელმა ცენტრმა, რუს სოციოლოგთა ჯგუფმა (დამოუკიდებელი სოციალური კვლევის ცენტრი, სანკტ-პეტერბურგი) და მათ სომეხმა პარტნიორებმა გაუწიეს. საზაფხულო სკოლა 2010 წლის 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე საქართველოსა და თურქეთის სასაზღვრო დაბა ვალეში მიმდინარეობდა.

დაბა ვალე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებულ ჯგუფს წარმოადგენს, ახალგარზრდა მკვლევართათვის უნიკალური საკვლევი გარემო აღმოჩნდა. მონაწილეთა უმრავლესობა წარმოადგენდა კურსდამთავრებულთა პროფესიულ გაერთიანებას, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ექსპერტთა ჯგუფს, და ასევე ღია კონკურსის წესით არჩეულ მონაწილეებს.

საზაფხულო სკოლის მიმდინარეობისას განხილულ იქნა სასაზღვრო რეგიონში არსებული სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები და ასევე შესაბამისი კვლევების მეთოდოლოგიური პრობლემები. ამავე დროს, ახალგაზრდა მკვევარებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საზაფხულო პროგრამების ჩატარების ტრადიციას, რომელიც მათ პროგრამის წინა წლების მონაწილეებმა წარუდგინეს.

პროგრამის ბოლოს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში დასკვნითი სემინარი ჩატარდა. მონაწილეებმა წარადგინეს თავდაპირველი კვლევის შედეგები. თითოეულ პრეზენტაციას ცოცხალი დისკუსია მოჰყვა, სადაც განხილულ იქნა მონაწილეთა შრომის დადებითი და უარყოფითი ასპექტები. დისკუსიის შედეგად მონაწილეებმა მათი ნამუშევრის ღირებული შეფასება და ანალიზი მიიღეს, რაც ალბათ მომავალში მათი კვლევის დახვეწის მიმართულებით დადებით როლს ითამაშებს. დასკვნითი სემინარის მეორე ნაწილი მომავალი გეგმების დასახვას დაეთმო სოციოლოგთა თანამშრომლობის ასპექტში. ამ მიმართულებით გამოითქვა რამოდენიმე სამომავლო კვლევის იდეა.

საზაფხულო სკოლა ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ორგანიზატორები ასევე მადლობას უხდიან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდს გაწეული მხარდაჭერისათვის.