თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი კახეთში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში

Კითხვის დრო: 4 წუთი
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

3 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაციის "რეგიონალური განვითარებისა და ინიციატივების ცენტრის" ორგანიზებით გამართულ რეგიონული საჯარო დისკუსიების პროქტის ფარგლებში რიგით მეოთხე საჯარო შეხვედრას უმასპინძლა.

გასული შეხვედრების თემები ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხსა და პრობლემას მოიცავდა, რომელზეც დღეს რეგიონში საზოგადოება აქტიურად საუბრობს. საჯარო დებატები შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლი კახეთში, თვითმართველობის განვითარების ტენდენციებსა და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების  მთავარი გამოწვევებს.

3 დეკემბრის საჯარო დისკუსია მიეძღვნა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კერძოდ, მის როლს რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში.

საჯარო დისკუსიას ტელეკომპანია "გურჯაანი" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ალექსიშვილი უწევდა მოდერირებას. საჯარო დებატებზე ძირითად მომხსენებლებად მოწვეულნი იყვნენ ბატონი მალხაზ ზირეკიძე - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი. ქალბატონი ნელი ცქიტიშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და ქალბატონი მაია მამულაშვილი - გაზეთ "კახეთის ხმის" დამფუძვნებელი.

საჯარო დებატების მონაწილეები იყვნენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, კახეთის რეგიონის არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითთმართველობის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 

გამომსვლელებმა თავიანთ მოხსენებებში ძირითადი აქცენტი გაამახვილეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში. აღინიშვნა, რომ ეს პრობლემა დღეისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონებში და მათ შორის კახეთშიც.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორმა მალხაზ ზირეკიძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა დღეისათვის უნივერსიტეტში აპრობირებულ საგანმანათლებლო სისტემის წარმატებებსა და პრობლემებზე, სწავლების ხარისხსა და ფასეულებებზე: ,,ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია უნივერისტეტისათვის ის ფაქტი, რომ დღეისათვის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ექვსი ფაკულტეტი რომელსაც გააჩნია სამი საფეხური სწავლების, ეს არის ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტურანტურა~.
პროფესორ ზირეკიძის აზრით, სწორედ ეს უწყობს ხელს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩამოზალიბებას თანამედროვე ტიპის უმაღლეს სასწავლებად და შესაბამისად მის ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში. 

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის შესახებ რეგიონში მოქმედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქვეყანაში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან – წარმოადგენდა ქალბატონ ნელი ცქიტიშვილის გამოსვლის უმთავრეს თემატიკას: "საზოგადოების განვითარება ხდება ურთიერთთანამშრომლობით, ნამდვილად ის რომ, ჩვენს უნივერსიტეტს მჭიდრო ურთიერთობები და კავშირები აქვს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ეს ჩვენი მუშაობიდან კარგად ჩანს და ჩვენ ვცდილობთ კიდევ უფრო გავაუმჯობესოდ და დავხვეწოთ ეს პროცესი. ის ურთიერთობები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან გვაქვს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ უნივერსიტეტის მუშაობს მართლაც შედგა, იმ კუთხით რომ მას ერთ-ერთი დიდი წვლილ მიუძღვის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებაში".

თავის გამოსვლაში მან ასევე ხაზი გაუსვა უნივერისტეტის თანამშრომლობის მდიდარ ტრადიციებს ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან: "უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირები აქვს თითქმის ევროპის ყველა ქვეყანასთან და ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. ეს ურთიერთობები, ვფიქრობ ძალზე დიდ როლს ითამაშებს ჩვენი რეგიონის შემდგომ განვითარებაში და მაღალი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რადგან ამ პორცესის მთავარი მიზანი ევროპული გამოცდილებისა და ცოდნის ტრანსფერი წარმოადგენს. ეს გამოცდილება კი თავის მხრივ კიდევ უფრო გააძლიერებს დასავლური ფასეულობების დამკვიდრებას უნივერისტეტის ახალგაზრდებში, რაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია".

მან ასევე ხაზი გაუსვა უნივერისტეტის მჭიდრო თანამშრომლობას არასამთავრობო სექტორთან: "უნივერსიტეტში თითქმის ყოველდღე ტარდება სხვადასხვა სახის შეხვედრები, რომლების ეწყობა რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რაც იმაზე მეტყველებს, რომ მართლაც უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირები აქვს სამოქალაქო საზოგადოებასთან".

თუმცაღა, უნივერსიტეტის ასეთი აქტიურობის მიუხედავად შეხვედრაზე იყო კრიტიკული მოსაზრებებიც. გაზეთ "კახეთის ხმის" დამფუძვნებელის მაია მამულაშვილის მოხსენებაში საუბარი იყო სტუდენტების აქტიურობის ამაღლების აუცილებლობაზე. იმ სამწუხარო რეალობაზე, რომ დღეისათვის სტუდენტები მინიმალურად არიან ჩართული უნივერისტეტის თვითმმართველობაში, რომელიც შედეგად ძალზედ პასიურია: "ფაქტია თელავის უნივერსიტეტი მუშაობს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ამ თანამშრომლობას დიდი ისტორია გააჩნია. თუმცათა ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შესაბამისად სტუდენტები, უნდა ჩააერთონ სხვადახვა აქტივობებში. რაც უფრო მეტად იქნება უნივერსიტეტი ჩართული სამოქალაქო განვითარების პროცესებში და პირველყოვლისა სტუდენტები იქნებიან ჩართულები და აქტიურები, მით უფრო ხშირად ვისაუბრებთ კახეთის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პრობლემებსა, წარმატებესა თუ პერსპექტივებზე. იმის მიუხედავად, რომ გაზეთ "კახეთის ხმასა" და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს დადებული აქვს ურთიერთმეგობრობის მემურანდუმი და ვახორციელებთ პროექტს "ახალგაზრდა ლიდერები", რატომღაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიდან ვერ დავინახე მონდომება. იმის მიუხედავად, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღეს შესანიშნავმა სტუდენტებმა, მაინც უფრო მეტი აქტიურობას მოველოდი," - განაცხადა გაზეთ "კახეთის ხმის" დამფუძვნებელმა, მაია მამულაშვილმა. ამ მხრივ მისი აზრით თავისი წილი პასუხისმგებლობა ასევე თელავის უნივერსიტეტსაც მიუძღვნის, რომელიც უნდა მაქსიმალურად ხელს უწყობდეს სტუდენტების აქტიურობის ამაღლების პროცესს.

შეხვედრაზე ასევე გამოითქვა მოსაზრებები თვით სტუდენტების მიერ, რომლებმაც მთავარი აქცენტი სტუდენტური თვითთმართველობის სისუსტეზე გაამახვილეს, რაც მათი აზრით უნივერისტეტის სტუდენტების დაბალი აქტიურობის ერთ ერთი მთავარი მიზეზია: "შეხვედრაზე გამოთქმული იყო აზრი, რომ სტუდენტები პასიურები არიან, ამ აზრს ნამდვილად ვეთანხმები და ვთვლი, რომ სტუდენტები უნდა გააქტიურდნენ. თუმცაღა ის რომ თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არ არიან ჩართულები საზოგადოებრივ მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტის პროცესებში, ეს თვითმართველობის ბრალიც უნდა იყოს. რადგან თვითმართველობას არ აქვს ისეთი ინიციატივები რომლებიც სტუდენტს გააცოცხლებს, მოქმედების სურვილს გაუჩენს." - განაცხადა ბიზნესის და სამართლის მეორე კურსის სტუდენტმა ია გრიშიკაშვილმა.

შეხვედრის მოდერატორმა ლევან ალექსიშვილმა დისკუსიის შეჯამებისას კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თელავის უნივერისტეტის მნივნელოვან როლს რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში და აღნიშნა, რომ ასეთი სახის შეხვედრები სწორედ რომ ერთ ერთი გზაა, რომელიც უდავოდ ხელს შეუწყობს უნივერისტეტის როლის გაძლიერებას რეგიონში სამოქალაქო კუტურისა და პასუხისმგებლობის ამაღლების პროცესში – რაც თავის მხრივ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მთავარი წინაპირობაა.