2011 წლის 10 მაისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით რიგით მეხუთე საჯარო დისკუსიაა გაიმართა. შეხვედრა მიეძღვნა კახეთში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების განხილვას.
დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ ნიკო სულხანიშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დავით თამარაშვილი, შ.პ.ს "ვაზისა და ღვინის ჯგუფის" დირექტორი, და იოსებ ზმანაშვილი, "აგროსფერო გურჯაანის" დირექტორი.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
დისკუსია შეეხებოდა სამი ძირითადი საკითხის განხილვას, ეს არის, სახელმწიფო პოლიტიკა სოფლის მეურნეობის სფეროში, არსებული მდგომარეობა და ძირითადი პრობლემები და ამ სფეროს განვითარების უმთავრესი გამოწვევები.
ნიკო სულხანიშვილის განცხადებით, კახეთში სოფლის მეურნეობის განვითარების ყველა პირობა არსებობს, მაგრამ როგორც დავით თამარაშვილმა განაცხადა სოფლის მეურნეობა ქვეყანაში ფრაგმენტულად ვითარდება და საჭიროა ჩამოყალიბდეს მისი განვითარების სისტემური ხედვა. იოსებ ძმანაშვილი კი პრობლემების მოგვარებას სფეროში ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვაში ხედავს.
დისკუსიის მონაწილეები კამათობდნენ სოფლის მეურნეობის რენტაბელურობის მიღწევის გზებზე, მაგრამ ყველა აღიარებდა იმ ფაქტს, რომ ამ სფეროში პრობლემების მოგვარება დიდ წილად დამოკიდებულია ქართველი გლეხებისა და ფერმერების ინფორმირებულობასა და მიდგომების გაუმჯობესებაზე.