საზაფხულო სკოლა 2011

2011 წლის 10-14 ივლისს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა, ფონდის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში  მოაწყო საზაფხულო სკოლა ბაკურიანში.

საზაფხულო სკოლაში  მონაწილეობა მიიღეს სასტიპენდიო პროგრამის ამჟამინდელმა და ყოფილმა სტიპენდიანტებმა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნიდან. მთლიანობაში, სკოლამ თერთმეტ ახალგაზრდა მეცნიერსა და მკვლევარს უმასპინძლა. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ პოლიტოლოგები, ევროპათმცოდნეები, ისტორიკოსები და სხვა აკადემიური დარგის წარმომადგენლები.

ორგანიზატორებმა საზაფხულო სკოლის ოთხდღიანი პროგრამა შეადგინეს და მონაწილეებს მაქსიმალური შესაძლებლობა მისცეს გაეუმჯობესებინათ პრაქტიკული ჩვევები, რომლებიც მათი ნაშრომების დასრულებისათვის არის საჭირო.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ იყვნენ პროფესორები და ექსპერტები საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავდა  პრეზენტაციებს, დისკუსიებსა და ინდივიდუალურ კონსულტაციებს.