ინტერნეტის პოლიტიკური არქიტექტურა საქართველოში

გიგა პაიჭაძე, კორნელი კაკაჩია, ნინო დანელია

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 45% -ს მეტნაკლებად ხელი მიუწვდება ინტერნეტზე. საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობის 60%-ს და სხვა ქალაქების მოსახლეობის 51%-ს აქვს წვდომა ინტერნეტზე, სოფლის მოსახლეობა ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი ინტერნეტით და 20%-საც კი არ შეადგენს. ინტერნეტში შესვლისას ინტერნეტ მომხმარებელთა 50% ინფორმაციას ეძებს, 40%  სოციალურ ქსელებს ეტანება, 26% იყენებს „ფეისბუქს“. ბიოლის ფონდში 31 ივლისს გამართული დისკუსიის მთავარი თემები იყო  ინტერნეტი და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა საქართველოში, მისი პოლიტიკური არქიტექტურა, ბლოგერები, სოციალური ქსელები და მათ შორის ფეისბუქი“, რომელმაც ჩაყლაპა“ ყველა სხვა სოციალური ქსელი საქართველო

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, სულ უფრო მეტად საუბრობენ სოციალური ქსელების და ინტერნეტის გაზრდილი როლის შესახებ. როგორია სოციალური მედიის როლი ქართულ პარტიულ პოლიტიკაში, არსებობს თუ არა ქართული პოლიტიკური ბლოგოსფერო და თუკი არსებობს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას პოლიტიკური კურსის ან პოლიტიკური დისკუსიების განვითარებაზე. რამდენად ცდილობენ პოლიტიკური გაერთიანებები აქტიურად გამოიყენონ ინტერნეტი, განსაკუთრებით სოციალური ქსელები. ცდილობენ თუ არა ისინი ბლოგერების ქცევას თავიანთ მხარდამჭერებად და მათი იდეების გამტარებლებად - ამ თემებზე ისაუბრესივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა კორნელია კაკაჩიამ, რომელიც მუშაობს თემაზე, „სოციალური მედიის როლი ქართულ პარტიულ პოლიტიკაში“, გიგა პაიჭაძემ, რომელიც სოციალური მედიის განვითარების ფონდს წარმოადგენს და დავით სიჭინავამ, რომელმაც საზოგადოებას კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული ყოველწლიური „კავკასიის ბარომეტრის“ შედეგები გააცნო ინტერნეტისა და ინტერნეტმომხმარებლების კუთხით.

როგორც დისკუსიაზე ითქვა, ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ჯერჯერობით ბოლომდე არა აქვთ გააზრებული სოციალური ქსელების როლი ელექტორატის მობილიზებაში. თუმცა ეს ბევრ სხვა ფაქტორზეც არის დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, თუ რამდენად აღწევს ინტერნეტი რეგიონებში. სოციალური ქსელები პოლიტიკური პარტიებისთვის ჯერჯერობით ვერ ცვლის ტრადიციულ ურთიერთობებს, ამიტომ ბევრი მათგანი არჩევს თავად ჩავიდეს სოფლებში და პირადად შეხვდეს ადამიანებს.

არის რამდენიმე პარტია, რომლებსაც მეტნაკლებად კარგად ესმის ინტერნეტის და  სოციალური ქსელების მნიშვნელობა.

საქართველოში არსებული 3100 ბლოგერიდანაც  99% პირადი ხასიათის ბლოგერები არიან, ანუ ისინი, ვინც თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაზე წერენ ან პოლიტიკისაგან განყენებულ თემებს ეხებიან. დამოუკიდებელი პოლიტიკური ბლოგერი სულ რამდენიმეა, ამას ემატება რადიო „თავისუფლების“, ჟურნალების „ტაბულა“ და „ლიბერალი“ ბლოგერები,  რომლებიც პოლიტიკაზე წერენ. ჯამში სულ 25-მდე ადამიანი.



ინტერნეტის პოლიტიკური არქიტექტურა საქართველოში (pdf, 20 გვ., 227 კბ)