პოლიტიკური დებატები მდგრადი განვითარებისთვის - 2012 წლის არჩევნები საქართველოში (2012)

Კითხვის დრო: 1 წუთი

2012 წლის ივლის-დეკემბერში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ მხარი დაუჭირა ასოციაციის „მწვანე ალტერნატივა“ პროექტს პოლიტიკური დებატები მდგრადი განვითარებისთვის - 2012 წლის არჩევნები საქართველოში.

აღნიშნული პროექტის მიზანი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვის საკითხებზე პოლიტიკური დებატების და საარჩევნო სუბიექტების პროგრამებში აღნიშნულ საკითხებზე ამომრჩევლის ინფორმირება და დისკუსიებში ჩაბმა იყო. შესაბამისად, პროექტის ხანგრძლივ ვადიანი მიზანი წამყვანი პოლიტიკური პარტიების პლატფორმებსა და დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხების ინტეგრირება იყო.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული სპეციფიური საქმიანობები შემდეგს მოიცავდა: პოლიტიკური პარტიების ლიდერების ინტერვიუირება; ტრენინგი ჟურნალისტებისთვის; საქართველოს პოლიტიკური პარტიების მწვანე პროფილის შეფასება; სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით დისკუსიების და მრგვალი მაგიდების ორგანიზება; „შეეკითხე შენს კანდიდატს რას ფიქრობს გარემოს დაცვაზე“ ანგარიშის გამოცემა და გავრცელება;  სამუშაო სესიის ორგანიზება გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთნ არჩევნების შემდეგ; ინფორმაციის გავრცელება ვებგვერდის www.greeningfuture.org და სოციალური მედიის საშუალებით; სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პლატფორმაში გარემოს დაცვითი საკითხების შესახებ სტატიების გავრცელება სხვადასხვა ბეჭდური მედიის საშუალებით.