მდგრადი განვითარების რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს?

Კითხვის დრო: 1 წუთი
Teaser Image Caption
ნინო შარაშიძე, შოთა მურღულია, თამარ გურჩიანი და მარიამ ვალიშვილი

მდგრადი განვითარების პრინციპები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ოც წელზე მეტია დამკვიდრდა. მიუხედავად იმისა, რომ მდგრადი განვითარება გაცილებით ფართო სფეროა და რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს, საქართველოში მასზე ძირითადად გარემოსდამცველები საუბრობენ.

მაინც რას ნიშნავს მდგრადი განვითარება და მდგრადი განვითარების როგორი შესაძლებლობა აქვს საქართველოს. აქვს თუ არა საქართველოს მდგრადი განვითარების სტრატეგია, არის თუ არა ქვეყანაში, რომელიც გარემოს დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსების შემცირების წინაშე დგას, დაბალანსებული ერთი მხრივ ეკონომიკური ინტერესები და მეორე მხრივ, სოციალური, გარემოსდაცვითი და კულტურული საკითხები. არის თუ არა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამივე - სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპექტები გათვალისწინებული?

იქნება ეს ბუნებრივი რესურსების მართვა თუ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მხოლოდ დღევანდელ ინტერესებს ვითვალისწინებთ, თუ ვცდილობთ მომავალ თაობებზეც ვიფიქროთ, რომ მათი საჭიროებები და ინტერესები რისკის ქვეშ არ დავაყენოთ? გრძნობს თუ არა დღევანდელი თაობა პასუხისმგებლობას მომავალი თაოების მიმართ, რომ მასაც დაუტოვოს განვითარების იგივე შესაძლებლობები, რაც მას თავად გააჩნია?

ამ თემებზე საუბრობდნენ მომხსენებლები - ენერგეტიკის, გარემოს დაცვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების მოადგილეები და პასუხს სცემდნენ კითხვებს კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების, დიდი და მცირე ჰიდროელექტროსადგურების, ნაგავსაყრელების, ავტობანების, მოუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად დაზიანებული ტრავერტინების, აჭარის სანაპირო ზოლის, კანონმდებლობის ხარვეზების შესახებ.

დისკუსიის სრული მიმოხილვა (pdf)