„გენდერის წინააღმდეგ მიმართული რეაქციის დაძლევა“- საერთაშორისო გენდერული ვორქშოფი კიევში, 2013

Კითხვის დრო: 1 წუთი

საერთაშორისო გენდერულ ვორქშოფს  „გენდერის წინააღმდეგ მიმართული რეაქციის დაძლევა: უკრაინის, ბელორუსიის, რუსეთის, საქართველოს, სომხეთის და პოლონეთის გამოცდილება“ ორგანიზება და მასპინძლობა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კიევის ოფისმა გაუწია. ამ ღონისძიებაში სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მხარდაჭერით ქართველი და სომეხი აქტივისტებიც მონაწილეობდნენ: მაია ბარქაია, ლილი მამულაშვილი (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი) და ანა ნიკოგოსიანი (საზოგადოება ძალადობის გარეშე).

მომზადებული მასალების საფუძველზე ელექტრონული პუბლიკაცია გამოქვეყნდა. ვორქშოფზე წარმოდგენილი პრეზენტაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ მიუხედავად  განსხვავებებისა, აღნიშნულ ექვს ქვეყანაში მსგავსი ტენდენციები შეინიშნება. რელიგიისა და ნაციონალიზმის ბოლოდროინდელი გაძლიერების ფონზე საზოგადოება უკან იხევს და საფრთხე ექმნება იმ ღირებულებებს, რაც ფემინისტური და ლგბტ-აქტივიზმის შედეგად იქნა მიღწეული.