50 ქალი საქართველოდან (2013)

Კითხვის დრო: 2 წუთი
ელენე დარიანი

საქართველოში ბევრი ქალია, ვინც ახალს ქმნიდა, ვინც აღმოჩენებს აკეთებდა, ვინც იბრძოდა ცვლილებებისთვის და ვისაც არ ეშინოდა სიახლის. მათ არ იცოდნენ, თუ რა მნიშვნელობა ექნებოდა მათ ძალისხმევას მომავლისთვის და ალბათ, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ათეულობით წლის შემდეგ მოვინდომებდით, მათ შესახებ უფრო მეტი გვცოდნოდა, ან ზოგ შემთხვევაში, თავიდან გაგვეცნო კიდეც.

ამ ბარათებით 50 ქალი თავიანთ ისტორიას მოგიყვებათ - ზოგი ახალს გეტყვით საკუთარ თავზე, ზოგიც თავს შეგახსენებთ. იმედი გვაქვს, ამ მოკლე ისტორიებით იმ 50 ქალის ძალას და შემართებას იგრძნობთ, რომლებიც XIX-XX საუკუნეების საქართველოში ცხოვრობდნენ და შრომობდნენ. მათ ბიოგრაფიებსა და ფოტოებს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ სხვადასხვა მუზეუმებში, საოჯახო თუ სახელმწიფო არქივებში თქვენთვის მიაკვლია და შეკრიბა.

ქართული ფემინიზმის ისტორია რთული და წინააღმდეგობრივია. XIX საუკუნის ბოლოდან, როცა დასავლეთში ახალი სოციალური და საგანმანათლებლო მოძრაობები იკიდებდა ფეხს, საქართველოშიც გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში ქალის როლის და ფუნქციის გამრავალფეროვნების იდეას ემხრობოდნენ. XX საუკუნის პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა ეს ბუნებრივი განვითარება შეაფერხა: „გამარჯვებული სოციალიზმის ქვეყანაში“ ფემინიზმი არ არსებობდა. ტოტალიტარული სახელმწიფო კი, რომელიც თითქოს ფორმალურად ქალებსაც მამაკაცთა თანაბარ უფლებებს აძლევდა, ღრმად პატრიარქალური იყო.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ ქართველ და უცხოელ ქალებს, რომლებმაც საქართველო შეცვალეს.