დემოკრატია
ჩვენ დემოკრატიას აღვიქვამთ, როგორც მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობითა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ მართულ სოციალურ–პოლიტიკურ პროცესს. "შეიძლება ითქვას, რომ ტერმინი 'დემოკრატიზაცია' გამოხატავს ჩვენი ეპოქის ყველაზე უნივერსალურ სოციალურ–პოლიტიკურ მოთხოვნას" (ჰენისი, 1970).
დემოკრატიზაცია წარმოადგენს მწვანე პოლიტიკის უმთავრეს პრინციპს და პოლიტიკური განათლების ძირითად თემას. ხშირ შემთხვევებში, ჯერაც გაურკვეველია, თუ როგორ უნდა აისახოს დემოკრატიზაციის შესახებ ძირითადი მოსაზრება კონკრეტულ პროექტებში, კამპანიებსა თუ საგანმანათლებლო პროგრამებში. სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ერთ–ერთ ამგვარ კონცეფციას წარმოადგენს, ძალიან პოლემიკურია განსახილველი საკითხების განხორციელებისას. სხვა მსგავსი თემებია პარტიული დემოკრატიის კრიზისი, მედია და დემოკრატია, აგრეთვე, საკითხები, რომლებიც მოიცავს პოლიტიკასა და მეცნიერებას შორის ურთიერთობას. ყველა აღნიშნული თემა წარმოადგენს ფონდის საქმიანობის ნაწილს. ჩვენი მუშაობის შემდგომ ფოკუსს წარმოადგენს არასწორი პოლიტიკისა და რასიზმის წინააღმდეგ მიმართული პროგრამები. ჩვენთვის პოლიტიკური განათლება ნიშნავს მოქალაქეების ჩართულობას, პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების მონაწილეობის წახალისებასა და პოლიტიკური აქტივისტებისათვის რჩევების მიცემას.
რაც შეეხება ევროკავშირისა და ევროპის პოლიტიკას, ყურადღება, ძირითადად, კონცენტრირებულია შემდეგ სფეროებზე: დემოკრატია და ევროკავშირში მონაწილეობა; ეკოლოგია და მდგრადი განვითარება; ევროკავშირის გაფართოება; ერთიანი ევროპული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და შრომითი და სოციალური პოლიტიკის მომავალი.
სამხრეთ კავკასია გზაჯვარედინზე: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის 10 წელი რეგიონში
2013 წლის ივნისში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ მუშაობის 10 წლის იუბილე აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს წარმომადგენელ პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკადემიური სფეროს მოღვაწეებთან ერთად 5-6 ივნისს ორდღიანი კონფერენცია გამართა.
საბჭოთა წარსულის გააზრება
- ქვეყნაში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად ერთ-ერთი წინაპირობა მისი ტოტალიტარული წარსულის გააზრებაა. სწორედ ამ მიზნით, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ახალი ინიციატივაა საქართველოს საბჭოთა წარსულის შესწავლა და გააზრება. ვრცლად»