ოთხშაბათის დებატები
2004 წლის თებერვლიდან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო რეგულარულად ატარებს საჯარო დებატებს, სადაც განიხილება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შემდეგი ასპექტები:
- სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაცია;
- ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები;
- საქართველოს საზოგადოება: სტერეოტიპები და ტაბუ;
- ქალაქი და მოქალაქეები.
აღნიშნული შეხვედრების მიზანია, წახალისდეს საჯარო დისკუსიები საკონსტიტუციო სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საკითხებზე, ასევე, საჯარო დებატების კულტურის ხელშეწყობა.
დებატები ტარდება რეგულარულად, თვეში ორჯერ, ოთხშაბათობით 17:00 ან 18:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ოფისში თბილისში. დებატები ტარდება ქართულ ენაზე.
განცხადებები დებატების შესახებ თავსდება ვებ-გვერდზე www.boell.ge, ვრცელდება სოციალურ ქსელებში (Facebook) და, აგრეთვე, იგზავნება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
მათ, ვინც ვერ მოახერხა დებატებზე დასწრება, ჩვენ ვთავაზობთ ღონისძიების სრულ მიმოხილვას ქართულად და მიმოხილვის შემოკლებულ ვერსიას ინგლისურად ჩვენს ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, დებატების შემდეგ, მომდევნო პარასკევს 17:00 სთ-ზე შესაძლებელია დებატების რადიო ვერსიის მოსმენა რადიო ”მწვანე ტალღის” ეთერში ტალღაზე FM 107.4.
საჯარო დებატები 2013
მეხსიერება და იდენტობა: პოლიტიკა და წარსულის ინტერპრეტაციები
ომით გაყოფილი საზოგადოებები 20 წლის შემდეგ: სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგების რესურსები
- სოხუმის დაცემიდან 20 წლის თავზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა საზოგადოებას კონფლიქტების თემაზე კიდევ ერთი დისკუსია შესთავაზა. როგორია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივები 20 წლის გადასახედიდან, სად უნდა ვეძებოთ შერიგების რესურსები, რა იცის კონფლიქტების შესახებ და როგორ აფასებს მომხდარს ახალგაზრდა თაობა, რა მიზნები ამოძრავებს ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს, რისი გაკეთება შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას, რატომ არის მნიშვნელოვანი ევროპული ინტეგრაცია და როგორ ვპასუხობთ რუსეთიდან გამოწვევებს - დისკუსიის მონაწილეები და დარბაზში შეკრებილი საზოგადოება ერთად ცდილობდნენ პასუხის მოძებნას ამ კითხვებისთვის. ვრცლად»
პოლიტიკური მეხსიერების ლაბირინთები: სამართლიანობის აღდგენა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?
- “პოლიტიკური მეხსიერების ლაბირინთები: სამართლიანობის აღდგენა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?" - კითხვას, რომლითაც ორგანიზატორებმა სეზონის ბოლო დისკუსია დაასათაურეს, ცალსახა პასუხი არ გასცემია. ყველა მომხსენებელს საკუთარი აზრი ჰქონდა იმის შესახებ, რას ნიშნავს სამართლიანობის აღდგენა ან პოლიტიკური ანგარიშსწორება, რა ცოდნას გვაწვდის საქართველოს და მსოფლიოს უახლესი ისტორია ამ თემებზე სამსჯელოდ. ვრცლად»
მდგრადი განვითარების რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს?
- მდგრადი განვითარების პრინციპები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ოც წელზე მეტია დამკვიდრდა. მიუხედავად იმისა, რომ მდგრადი განვითარება გაცილებით ფართო სფეროა და რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს, საქართველოში მასზე ძირითადად გარემოსდამცველები საუბრობენ. ვრცლად»
ვის ეშინია სეკულარული დემოკრატიის?
- ვისთვის იყო მოულოდნელი 17 მაისის მოვლენები, როგორ პასუხობს სეკულარიზმის იდეას ქვეყნის კანონმდებლობა და ემუქრება თუ არა საფრთხე სეკულარიზმს საქართველოში, რატომ და როგორ იჭრება არასამოქალაქო სივრცე სამოქალაქო სივრცეში, ვისთვის არის მართლმადიდებლობა ქართული იდენტობის განმსაზღვრელი, როგორ უნდა იქცეოდეს მედია და როგორია სამოქალაქო სექტორის როლი, რას ქადაგებს ეკლესია და როგორია სახელმწიფოს სტრატეგიული კურსი, საპატრიაქოს დაფინანსება და ეკლესიის პოლიტიკური მიზნები, სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები, სამოქალაქო სექტორის როლი, მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტები - ის მთავარი თემებია, რაზეც მომხსენებლებმა და დარბაზში შეკრებილმა ადამიანებმა ისაუბრეს. ვრცლად»
მწვანე აქტივიზმი ადამიანური გარემოსთვის
- გარემოსდაცვითი თემატიკა ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით რომ არ სარგებლობს, ეს ბიოლის ფონდში თემაზე, “მწვანე აქტივიზმი ადამიანური გარემოსთვის”, გამართულმა დისკუსიამაც დაადასტურა. მიუხედავად პრობლემის სიმწვავისა, დარბაზში, სადაც დიღმის ტყე-პარკის და, ზოგადად, სარეკრეაციო ზონების პრობლემებსა და ყაზბეგის რაიონში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიზანშეწონილობაზე, ასევე იმაზეც, თუ რისი გაკეთება შეუძლია საზოგადოებას და როგორი შეიძლება იყოს მისი როლი ამ პრობლემების დასაძლევად, მსჯელობდნენ, დისკუსიას 16 ადამიანი ესწრებოდა. ვრცლად»
გენდერული დღის წესრიგი ქალთა და მამაკაცთა თანასწორი მონაწილეობისთვის
- 2013 წლის 28 მარტისთვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის დისკუსიისთვის შემდეგი თემა შეირჩა: “გენდერული დღის წესრიგი ქალთა და მამაკაცთა თანასწორი მონაწილეობისთვის”. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გუგული მაღრაძე, იურისტი თამარ გურჩიანი, ექსპერტი გენდერის საკითხებში თამარ ბაგრატია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მრჩეველი გენდერის საკითხებში თამარ საბედაშვილი. ვრცლად»
შრომითი კოდექსი და მუშათა მოძრაობა
- არის თუ არა დამსაქმებელი დასაქმებულის მტერი და რა და რატომ იცვლება მოქმედ შრომის კოდექსში, რომელიც 2006 წელს იქნა მიღებული; არის თუ არა შრომის კოდექსი დისკრიმინაციული და შეიძლება თუ არა შრომა განხილული იყოს, როგორც საქონელი - განსხვავებული შეფასებები და მიდგომები; დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული შრომითი ურთიერთობები; შრომის კოდექსი, როგორც შედეგი ხანგრძლივი სოციალური კონფლიქტისა და მისი მოგვარების გზა; შრომითი უფლებები; სოციალური დიალოგი; მუშათა მოძრაობის გამოცდილება; გაფიცვის არსი და მნიშვნელობა; პროფკავშირების როლი შრომის უფლების დაცვაში - ეს იყო თემები, რომლებზეც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში 27 თებერვალს გამართული დისკუსიის მომხსენებლებმა ისაუბრეს. ვრცლად»
ჟენევის პროცესი და კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია: ახალი პოლიტიკური რეალობა
- როგორია ახალი პოლიტიკური რეალობა და რას გულისხმობს კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაცია? რა არის ის უმთავრესი პრობლემები, რომელიც ახლავს ჟენევის პროცესს? რატომ არის ჟენევის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ქართული მხარისთვის და სხვა მონაწილეებისათვის? გრძელვადიანი პერსპექტივები, ახალი მიდგომები, წინა და დღევანდელი ხელისუფლების ხედვა და ნაბიჯები კონფლიქტების მოგვარების გზაზე, „ცივი ომის“ პარალელები, ჩიხური მდგომარეობა და გამოსავლის ძიება არსებული მოცემულობიდან - ამ თემებზე ისაბრეს დისკუსიის მონაწილეებმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში 23 იანვარს. ვრცლად»
რეგიონალური დებატები 2013
რეგიონალური დებატები
ვის ეშინია სეკულარული დემოკრატიის?
სეკულარული დემოკრატიის შიში და სეკულარიზმი როგორც თეოლოგიური პოზა მართლმადიდებლურ და სახელმწიფოებრივ მმართველობაში - დაახლოებით ასეთი ფაბულა ედო დებატებს, რომელიც ქუთაისში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ ჩაატარა. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
მოქალაქეები მწვანე გარემოსთვის: როგორ გვსურს ვიცხოვროთ
- ქუთაისი, 11 ოქტომბერი, 2013
ქუთაისში გამართული დისკუსია ორი ძირითადი მიმართულებით, საქართველოში გიგანტური ჰესების მშენებლობებსა და ქალაქების გამწვანება-რეკრეაციულ განვითარებაზე მოქალაქეთა გავლენის შესაძლებლობებზე მსჯელობას მოიცავდა.
რეგიონალური დებატები
ომით გაყოფილი საზოგადოებები 20 წლის შემდეგ: სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგების რესურსები
- ქუთაისი, 21 სექტემბერი, 2013
აფხაზეთის ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ, კონფლიქტები ის თემაა, რომლითაც ჰინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კვკასიის რეგიონულმა ბიურომ დებატების მორიგი სერია გახსნა ქუთაისში. მიუხედავად საკითხის სიმწვავისა და იმისა, რომ შეთავაზებული მომხსენებლებისადმი ნდობის ხარისხი მაღალია, რეინტეგრაციის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილისა და პოლიტილოგ გია ნოდიას მოსასმენად ორი ათეული მსმენელი მოვიდა. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
ომით გაყოფილი საზოგადოებები 20 წლის შემდეგ: სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგების რესურსები
- ბათუმი, 20 სექტემბერი, 2013
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ბათუმში ორგანიზებული საჯარო დისკუსია ამჯერად საქართველოში არსებულ კონფლიქტების თემას მიეძღვნა. დისკუსიის ძირითადი მომხსენებლებლები იყვნენ სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
ენერგეტიკა და ეკოლოგია: ინტერესთა ბალანსი
- ბათუმი, 26.07.2013
"ენერგეტიკა და ეკოლოგია: ინტერესთა ბალანსი" - დისკუსია ამ თემაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ ბათუმში 26 ივლისს გამართა. შეხვედრას ეკოლოგები, ენერგეტიკოსები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი თემი ესწრებოდა, რომელსაც ჰესების მშენებლობა უშუალოდ ეხება. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და საზოგადოება: რა ბარიერები ზღუდავთ მათ?
- ქუთაისი, 12 ივნისი, 2013
თემა, რომელიც აქტუალური იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა, სტუდენტებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, არ აღმოჩნდა საინტერესო მედიისთვის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ის, რომ ადამინებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ პრობლემების საჭირო ადრესატამდე მიტანა, არ აქვთ წვდომა იმ საშუალების წარმომადგენლებთან, რომლებსაც აკისრიათ მეოთხე ხელისუფლების ფუნქცია. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
როგორ “იქმნება” კულტურა და რას განსაზღვრავს იგი?
- ქუთაისი, 17 ივნისი, 2013
როგორ იქმნება კულტურა და რას განსაზღვრავს იგი? - ერთგვარად რიტორიკული კითხვა აღმოჩნდა, ქუთაისში ჩატარებული დებატებისა, რომელიც ჰინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ, 14 ივნისს გამართა. ცხელი და გადამღლელი სამუშაო კვირის მიწურულის მიუხედავად, დარბაზში შეკრებილებისთვის ნამდვილად იყო კულტურის შექმნისა და წარმომავლობის განსაზღვრა მთავარი თემა. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
კანონი, სამართლიანობა და თანასწორობა ჰომოფობიის წინააღმდეგ
- ბათუმი, 24 მაისი, 2013
არის თუ არა სახელმწიფო უუნარო რელეგიური ექსტრემიზმის პირისპირ? ჩამოუყალიბდა თუ არა საზოგადოებას მტრის ხატი სექსუალური უმცირესობების მიმართ17 მაისის შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად? ამ შეკითხვებზე პასუხს 24 მაისს ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე „კანონი, სამართლიანობა და თანასწორობა ჰომოფობიის წინააღმდეგ“ შეკრებილი ადამიანები ელოდნენ. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
კანონი, სამართლიანობა და თანასწორობა ჰომოფობიის წინააღმდეგ
- ქუთაისი. 17.05.2013
„მე შენი სწორი ვარ“, ჩვენ კანონის წინაშე ერთნაირად ვალდებული ვართ და შესაბამისად კანონმა ერთნაირად უნდა დაგვიცვას ყველანი. მიუხედავად ამ ბანალური ჭეშმარიტებისა, ფობია განსაკუთრებით მძინვარებს ჰომოსექსუალთა მიმართ და ჰეტეროსექსუალებშიც, რადგან ფობია იმისა, რომ შესაძლოა „ჩემი ყველაზე ახლობელი ჰომოსექსუალი აღმოჩნდეს“ გაუთვითცნობიერებლად ძლიერია. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
პიროვნების კულტის გააზრება: სტალინის მითის დეკონსტრუქციისთვის
- ბათუმი, 19 აპრილი, 2013
„ქართველობისთვის სტალინი, ეროვნული ხატი უფროა, ვიდრე პოლიტიკური მოდელი“ - ასე შეაფასა კვლევის შედეგები სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა. სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელიც სტალინის მიმართ დამოკიდებულებას რუსეთში და სამხრეთ კავკასიაში იკვლევდა, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა და 3500 რესპოდენტი გამოიკითხა. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
სტალინის კულტის გააზრება დღევანდელობისთვის
- ქუთაისი, 5 აპრილი, 2013
ჩვენგან ათწლეულებით და თაობებით დაშორებული სტალინი, დღეს ისევ სიმპათიებს იწვევს. რას ასწავლიან მოსწავლეებს სკოლებში სტალინზე , როგორ და რატომ ხვდება ახალი თაობა სიმპატიით სტალინის სახეს - ეს არის მოსაზრებები და კითხვები, რომელიც ბიოლის ფონდის დებატებზე „სტალინის კულტის გააზრება დღევანდელობისთვის“, ქუთაისში გაიმართა. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
ქალი, ოჯახი და საზოგადოება: ფემინისტური თვალთახედვა
- ქუთაისი, 15 მარტი, 2013
რას ნიშნავს ფემინიზმი და რატომ ითვლებიან ფემინისტები კრიზისის შემქმნელ გარკვეულ წრედ? რა როლს თამაშობს ოჯახი და რატომ იყენებენ პოლიტიკოსები საკუთარი „პიარისთვის“ ქალთა დასაქმებისა და ქართული ტრადიციების „მსხვერპლი“ ქალების მონაცემებს. ეს ასპექტები მომხსენებლებისა თუ დებატებში მონაწილეების საუბრისა და შეკითხვების მთავარი ხაზი იყო. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
ცენტრიდან თუ ცენტრისკენ: რეგიონალიზმი და ადგილობრივი თვითმმართველობა
- ბათუმი, 22 თებერვალი, 2013
„აჭარის ავტონომიას დღევანდელი კონსტიტუციით არავითარი უფლება არა აქვს, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმას ვახერხებთ, რომ ვაკონტროლებთ ბიუჯეტს“ - ასე დაიწყო თავისი მოხსენება აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე: „ცენტრიდან თუ ცენტრისკენ: რეგიონალიზმი და თვითმმართველობა“. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
ქალაქი და მოქალაქეები - ქალაქგანვითერების სოციალური და პოლიტიკური ასპექტები
- ქუთაისი, 15 თებერვალი, 2013
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პირველი დებატი ქუთაისში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე წარიმართა. შეხვედრის მთავარი ლეიტმოტივი ორ პუნქტად დაიყო: ქალაქგანვითარება ურბანისტიკის მიმართულებით და ქალაქგანვითარება ტურისტულ-ეკონომიკური მიმართულებით. ვრცლად»
საჯარო დებატები 2012
ქუჩის პროტესტის ესთეტიკა: ახალგაზრდობა პოლიტიკაში
“ვარდების რევოლუციის” მემკვიდრეობა: რეტროსპექტიული ანალიზი და ხედვა მომავალი განვითარებისთვის
-
“ვარდების რევოლუციის” 9 წლისთავზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა დისკუსია “ვარდების რევოლუციას” მიუძღვნა. “ვარდების რევოლუციის” მემკვიდრეობა: რეტროსპექტიული ანალიზი და ხედვა მომავალი განვითარებისთვის” - მომხსენებლებს ამ თემაზე უნდა ესაუბრათ. დისკუსიის ნახევრად ცარიელ დარბაზში გამართვამ და დასმული კითხვების სიმწირემაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ დღეს ქართული საზოგადოება აღარ არის დაინტერესებული “ვარდების რევოლუციის” თემით.
ვრცლად»
საქართველოს კულტურის პოლიტიკა წარსულსა და მომავალს შორის
- როგორი უნდა იყოს კულტურის პოლიტიკა, რა აქცენტები იკვეთება იმ სივრცეში, რომელსაც კულტურის პოლიტიკის სივრცე შეიძლება დავარქვათ - ამ საკითხებზე იმსჯელეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში კულტურის პოლიტიკის თემაზე გამართული დისკუსიის მომხსენებლებმა, ჟურნალისტებმა სოფო კილასონიამ და ნიკო ნერგაძემ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და ეროვნული მუზეუმის პროექტების მენეჯერმა ნინი სანადირაძემ. ვრცლად»
ადამიანის უფლებების პრიორიტეტი: სახალხო დამცველის როლი და მისია - საზოგადოებრივი მოლოდინები და შესაძლებლობები ცვლილებისათვის
- თემამ “ადამიანის უფლებების პრიორიტეტი: სახალხო დამცველის როლი და მისია - საზოგადოებრივი მოლოდინები და შესაძლებლობები ცვლილებისათვის”, წინა წლებში სახალხო დამცველის საქმიანობის თემაზე გამართული სხვა დისკუსიებისგან განსხვავებით ქვეყანაში არჩევნების შემდეგ მომხდარი მთელი რიგი ცვლილებების ფონზე საზოგადოებაში განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია. ვრცლად»
ქალური ტრადიცია ქართულ ლიტერატურაში: ახალი სახეები და მემკვიდრეობითობა
- საქართველოს კულტურული სივრცისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული კონკურსი “საბა” 2003 წელს დაარსდა და დღემდე ათჯერ ჩატარდა. ამ ათი წლის განმავლობაში გაცემული 85 პრემიიდან ქალებს მხოლოდ 17 მიენიჭა. ვრცლად»
ნაციონალურის კონტურები საბჭოთა იმპერიაში: საქართველოს აღქმა რუსული ლიტერატურის ნაწარმოებებში 1920 - 1930-იან წლებში
- 1934 წელს საბჭოთა კავშირის მწერალთა პირველ ყრილობაზე ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი მკაცრად გააკრიტიკეს. თუმცა ამ პერიოდში ითარგმნება მათი თხზულებები, ეწყობა მათი შემოქმედებითი საღამოები, კითხულობენ მათ ლექსებს. ეს გრძელდება საბჭოთა კავშირში მასობრივი ტერორის დაწყებამდე და თავად ამ პოეტების ფიზიკურ განადგურებამდე. ვრცლად»
დემოკრატიზაციის კრიზისი და ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში
- რა უშლის ხელს კონფლიქტების დარეგულირებას სამხრეთ კავკასიაში, მით უმეტეს, თუ აქ არ დგას „ეთნიკური შეუთავსებლობის“ ფუნდამენტური პრობლემა, როგორც ამბობს თომას დე ვაალი, კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, თუ კონფლიქტში ჩართულ ხალხს ერთმანეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და ეს ცნებაც საფუძველს არის მოკლებული. ვრცლად»
საარჩევნო გამოწვევები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის: ტესტი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ეფექტიანობის გასაზომად
- „როგორ ავიცილოთ ის საფრთხეები, რომლებიც ჩვენს წინ დგას ამ ორი კვირის განმავლობაში. როგორ დავიცვათ დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში?” - როდესაც ეს შეკითხვა ისმებოდა, ვერც მისი ავტორი და ვერც დისკუსიის მომხსენებლები და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში შეკრებილი საზოგადოება ვერ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე საათში ეს კითხვა წინასაარჩევნოდ განვითარებული მოვლენების ფონზე ზედმიწევნით აქტუალური გახდებოდა. ვრცლად»
ინტერნეტის პოლიტიკური არქიტექტურა საქართველოში
- საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 45% -ს მეტნაკლებად ხელი მიუწვდება ინტერნეტზე. საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობის 60%-ს და სხვა ქალაქების მოსახლეობის 51%-ს აქვს წვდომა ინტერნეტზე, სოფლის მოსახლეობა ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი ინტერნეტით და 20%-საც კი არ შეადგენს. ინტერნეტში შესვლისას ინტერნეტ მომხმარებელთა 50% ინფორმაციას ეძებს, 40% სოციალურ ქსელებს ეტანება, 26% იყენებს „ფეისბუქს“. more»
საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ - 2011 წელი
- 2 მაისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის დარბაზში გამართულ დისკუსიას იმდენი მსმენელი არ ჰყოლია, როგორც სხვა დისკუსიების დროს. დისკუსიის მოდერატორს და მომხსენებლებს თავიანთი არგუმენტები ჰქონდათ იმის ასახსნელად, რატომ არ იჩენს საზოგადოება დაინტერესებას ადამიანის უფლებების თემის მიმართ. ვრცლად»
ადამიანი და ადამიანობის სივრცე ტოტალურ ერთობაში: რა ცოდნას გვაძლევს არქივები
- დისკუსია, რომელიც 12 ივლისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ოფისში გაიმართა, არქივებს ეხებოდა. რა ცოდნას გვაძლევს, ან რა ცოდნას ინახავს არქივები? რამდენად შესაძლებელია მკვლევრებისთვის ან რიგითი მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მოძიება, საქმის მასალების გაცნობა? ვრცლად»
ქართული პოლიტიკის პოლუსები: სად არის ზომიერების რესურსი
- მაშინ, როცა პოლიტიკური ზომიერების დისკურსი სამეცნიერო, აკადემიურ ლიტერატურაში მიუკერძოებლობის დისკურსად აღიქმება და იმის მიხედვით, რაც უფრო მეტია ასეთი ადამიანი, რაც უფრო ძლიერია ასეთი ფენა საზოგადოებაში, მიიჩნევა, რომ პოლიტიკური რყევები მით უფრო ნაკლებად ხდება, რატომ ასოცირდება იგი საქართველოში მეტწილად „უპოზიციობასთან” - ამ თემებს მიეძღვნა 2012 წლის 4 ივლისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართული დისკუსია. ვრცლად»
პოლიტიკა და რელიგია: დესეკულარიზაციის ტენდენცია
-
საქართველოში დესეკულარიზაცია არ მიმდინარეობს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის არც ყოფილა სეკულარული სახელმწიფო - მთავარი გზავნილი დისკუსიიდან, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში თემაზე “პოლიტიკა და რელიგია: დესეკულარიზაციის ტენდენცია” გაიმართა. დისკუსიის იდეა მას შემდეგ დაიბადა, რაც ქრისტიან-დემოკრატიული პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა.
იდეის დისკრედიტაცია: რას ნიშნავს ლიბერალიზმი საქართველოში?
-
ლიბერალიზმი და ლიბერალური ღირებულებები - საზოგადოების დამოკიდებულება ამ ღირებულებების მიმართ, მისი მზაობა ან უსურვილობა ამ ღირებულებების მიღების, და 2003 წელს “ვარდების რევოლუციით” მოსული ხელისუფლების დამოკიდებულებაც მათ მიმართ - ეს ის რამოდენიმე თემაა, რომელეზეც 2012 წლის 30 მაისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრეს.
თავისუფლება და შიში
- ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში 16 მაისს გამართული საჯარო დისკუსია ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომელიც 17 მაისს აღინიშნება.
ჰაინროჰ ბიოლის ფონდში დისკუსიის პარალელურად საქართველოსა და კავკასიაში სოციალური ფოტოგრაფიის ფონდთან თანამშრომლობით ასევე მოეწყო ფოტო-გამოფენა სახელით "აღიარება იწყება შენით". ეს სიტყვები უშუალოდ უკავშირდება დისკუსიის თემას "თავისუფლება და შიში".
საქართველო და მისი მომავალი ევროპაში
- ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოს მოსახლეობის 80% უჭერს მხარს. უფრო მეტიც, საქართველოს მოსახლეობის 88% ფიქრობს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. თუ როგორ უნდა გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, რა ფაქტორებზეა დამოკიდებული კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ევროკავშირთან, ამაზე წარმოდგენა ფართო საზოგადოებაში, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანია. ვრცლად»
მოქალაქის როლი პოლიტიკაში - რას ნიშნავს სამოქალაქო აქტივიზმი
- "ყურადღება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გადავიტანეთ. ეს არის მთავარი სტერეოტიპი, რაც უნდა დაინგრეს... ჩვენს საზოგადოებაში ლამის მიჩნეულია, რომ სამოქალაქო აქტივობა რაღაცა ტიპის ორგანიზაციულ თუ არასამთავრობო სექტორს უკავშირდება" - დისკუსიაზე გამოთქმული ეს მოსაზრება ზუსტად ასახავს იმ მთავარ პრობლემას თუ თავსატეხს, რომელიც ჩემი აზრით დღეს საქართველოში სამოქალაქო სექტორის წინაშე დგას. ვრცლად»
სიძულვილი, როგორც დამამძიმებელი გარემოება: ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში
- თუ ადრე პირისთვის ქონების დაზიანება ან განადგურება თავისუფლების ხუთ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა, ახლა, სისხლის სამართლის კოდესში შეტანილი ცვლილების შემდეგ, თუ დადგინდება, რომ დანაშაულის ჩადენის მიზეზი გახდა დამნაშავის სიძულვილი დაზარალებულის მიმართ იმის გამო, რომ ის მიეკუთვნება ეთნიკურ, რელიგიურ ან სხვა ტიპის უმცირესობას, და ეს მოტივი დადასტურდება, მას უფრო მძიმე სასჯელი დაეკისრება, ვიდრე ისეთი მოტივის არსებობის შემთხვევაში დაეკისრებოდა, როგორიც არის შურისძიება ამ საცხოვრებელი სახლის მეპატრონეზე. ვრცლად»
რეგიონალური დებატები 2012
რეგიონალური დებატები
ქართული საზოგადოების ინკლუზიურობის შესაძლებლობები: განსხვავებულობის მიმღებლობის კულტურული და სამართლებრივი ასპექტები
რეგიონალური დებატები
პოლიტიკის „მწვანე" კონტურები მდგრადი განვითარების კონტექსტში: გლობალური და ადგილობრივი პერსპექტივა
-
როგორ ხედავენ პოლიტიკის „მწვანე კონტურებს“ მდგრადი განვითარების კონტექსტში ქართველი სპეციალისტები, რომლებისთვისაც გლობალური და ადგილობრივი პრობლემა, ერთნაირად მნიშვნელოვანია.
რეგიონალური დებატები
„დიდი იმედების“ გამოწვევები სამოქალაქო აქტივიზმისათვის
- 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები საეტაპო გახდა საქართველოს შემდგომი პოლიტიკური განვითარებისთვის. რაც არჩევნებმა ცხადჰყო, პირველ ყოვლისა ისაა, რომ საზოგადოება არ არის ინერტული პოლიტიკური პროცესის მიმართ და არის მზაობა ჩართულობისთვის, მეორეც, გამოიკვეთა საკითხები, რომლის ირგვლივაც შესაძლებელი გახდა მისი მობილიზება და რომლის იგნორირებამაც არსებული პოლიტიკური ელიტა პოლიტიკურ ჩიხში მოაქცია, და უფრო მეტიც საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ მოაქცია. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
პოლიტიკა და კულტურა სახელმწიფოს და საზოგადოების ურთიერთობის ჭრილში
- რამდენად განსაზღვრავს სახელმწიფო და პოლიტიკა კულტურის ერთი და ოფიციალურად დაშვებული „იდეოლოგიზირებული“ მიმართულებით ფორმირებას, და როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პოლიტიკა იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს ღია, თავისუფალი და ინკლუზიური გარემოს შესახებ საუბარი? არის თუ არა „რადიკალური“ ცვლილება ქართულ კულტურაში და რამდენად მნიშვნელოვანია არსებული კულტურული მეხსიერების შენარჩუნება საზოგადოებრივი განვითარებისთვის? ვრცლად»
რეგიონალური დებატები
„ახალი“ იდენტობები საქართველოში: ტაბუ და უმცირესობები
- საჭიროა თუ არა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა კოლექტიური უფლებების საშუალებით? შესაბამისად, როგორ უნდა მოხდეს ფართო საზოგადოების მიერ უმრავლესობისგან განსხვავებული იდენტობის მიღება და აღიარება? უნდა იყოს თუ არა ეს ამოცანა შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის მიზანი? ამ საკითხებზე იმსჯელეს ბათუმში, 23 ივლისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაზე. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სოციალური და პოლიტიკური მოღვაწეობის გზაზე: რესურსები და პრობლემები
- შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების საჭიროებებზე 10 ივლისს ბათუმში, პრესკაფეში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაზე ისაუბრეს. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
ქალი საქართველოში: კულტურული ნორმები და სოციალური პასუხიმგებლობა
- მიუხედავად დეკლარირებული თანასწორობისა, აშკარად შესამჩნევია ქალების არყოფნა ქართულ პოლიტიკაში, სახელისუფლებო მმართველობის ყველა დონეზე. ამ თემაზე 28 მაისს ბათუმში, პრესკაფეში, გაიმართა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული დისკუსია. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
რატომ შენდება ლაზიკა?
-
20 აპრილს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ინიციატივით ფოთში გამართული მორიგი საჯარო დისკუსიის თემა იყო "რატომ შენდება ლაზიკა?!"
შეკითხვა რიტორიკულია, რადგან, როგორც დისკუსიის მოდერატორმა ირაკლი აბსანძემ თავიდანვე აღნიშნა, რთულია სერიოზულად იმსჯელო პროექტზე, რომლის დამადასტურებლად არც პროექტი არსებობს და არც რეალური ხარჯთაღრიცხვა.
რეგიონალური დებატები
აზიზიეს მეჩეთი: არგუმენეტების ჭიდილი
- 19 აპრილს ბათუმში პრესკაფეში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: "აზიზიეს მეჩეთი: არგუმენეტების ჭიდილი". მთავარი მომხსენებლები იყვნენ ისტორიის აკადემიური დოქტორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის 2004 წლის სტიპენდიატი, რუსლან ბარამიძე, ისტორიის მეცნეიერებათა დოქტორი ზაზა შაშიკაძე და ისტორიკოსი სულხან ოქროპირიძე. ვრცლად»
ოთხშაბათის დებატები 2011
სტუდენტური თვითმმართველობები - გამოწვევები, პერსპექტივები
რეზოლუცია 1325: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება
- ქალები და მშვიდობა, კონფლიქტები და უსაფრთხოება, გენდერული ძალადობა და ადამიანის უფლებები, ქალების როლი კონფლიქტების პრევენციასა და მოწესრიგებაში, მათი მონაწილეობა სამშვიდობო პროცესებში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 და საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა - გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, 7 დეკემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში დისკუსია თემაზე: "რეზოლუცია 1325: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება", გაიმართა. ვრცლად»
აივ-ინფექცია/შიდსი და ადამიანის უფლებები
- უცნობი დაავადების შესახებ, რომელიც ლეტალურად სრულდებოდა, პირველი ცნობები 70-იან წლების მიწურულს აშშ-ში, ატლანტაში მდებარე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშებში გაჩნდა. დღეს, მსოფლიოში 33 მილიონი აივ-პოზიტიური ადამიანია. საქართველოში პირველი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა. ვრცლად»
მართლმსაჯულების განხორციელება და ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში
- ადამიანის უფლებები სხვაგანაც ირღვევა, მაგრამ იქ არსებობს მეტნაკლებად დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც აღადგენს დარღვეულ უფლებებს. ჩვენ კი ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ, აღნიშნა ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიისას ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა. ვრცლად»
//-->
საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის ახალი მიმართულებები
-
ტყეს უნდა ჰყავდეს პატრონი, არსებული კანონმდებლობა შესაცვლელია და და სატყეო სექტორიც სასწრაფო რეფორმირებას საჭიროებს, ეს ის საკითხებია, რომელზეც დისკუსიის ყველა მონაწილე თანხმდება. თუმცა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს რეფორმა, ბიოლის ფონდში გამართული დისკუსიის მომხსენებლებს სხვადასხვა აზრი აქვთ.
//-->
მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხები
- საქართველოდან საბჭოთა რეჟიმის მიერ მესხების გადასახლებიდან 67 წელია გასული. 1944 წლის ნოემბერში მესხეთში მცხოვრები მთელი მაჰმადიანი მოსახლეობა და მათთან ერთად ყარაფაფახები, ქურთები, ბოშები და თურქები იძულებით აყარეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან და შუა აზიაში გადაასახლეს. ვრცლად»
//-->
თანამონაწილეობითი ქალაქგანვითარება - გზა სოციალური თანხმობისაკენ
- ურბანისტიკა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს, აღნიშნა დისკუსიის დასაწყისში მოდერატორმა გოგი გვახარიამ. ამ თემაზე დისკუსია ბიოლის ფონდში მართლაც არა ერთხელ გამართულა, თუმცა 12 ოქტომბერს გამართული დებატები განსაკუთრებით ინფორმაციული აღმოჩნდა. ვრცლად»
//-->
ინკლუზიური განათლება საქართველოში
- ინკლუზიური განათლების პირველი სახელმწიფო პროექტის დანერგვა ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრში 2006 წელს დაიწყო. ამავე პერიოდს ემთხვევა საზოგადოების ფართო ფენებში დისკუსიის წამოწყება ინკლუზიური განათლების შესახებ. ვრცლად»
//-->
რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის წესის შესახებ
-
საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წლის 5 ივლისს “რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის წესის შესახებ” კანონის მიღებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რა დადებითი ან უარყოფითი შედეგი შეეძლო გამოეღო ამ კანონის მიღებას? იყო თუ არა ის რაიმე საფრთხის მატარებელი? რა საფრთხეს ხედავს საპატრიარქო კანონის მიღებაში? ეს კითხვები იყო იმ მრავალ კითხვათა შორის, რომელიც დარბაზში მყოფმა საზოგადოებამ დისკუსიის მომხსენებლებს დაუსვა.
ვრცლად»
//-->
“ჰომოფობია - იცვლება თუ არა დამოკიდებულებები უმცირესობების მიმართ საქართველოში”
-
ჰომოფობია - "ფანტომური საფრთხე" და "ქამინგ აუთის" პრობლემა - 2011 წლის 22 ივნისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში ჰომოფობიის თემაზე გამართული დისკუსია ამავე თემაზე ადრე გამართული დისკუსიებისგან განსაკუთრებული ღიაობით გამოირჩეოდა.
ვრცლად»
//-->
რეგიონალური მედიის გამოწვევები
- მედიის დამოუკიდებლობა, ცენზურა და თვითცენზურა, ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია, ინფორმაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა, ფინანსების სიმწირე და გამჭვირვალობა, არაპროფესიონალიზმი - ეს ის პრობლემებია, რომლებიც დღეს საქართველოში მედიის წინაშე დგას. ვრცლად»
//-->
საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ - 2010 წელი
- ,,სიკვდილის ექსპორტი'', საქართველოს ციხეებში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა და რეკომენდაციები, რომლებიც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა იმ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც სახალხო დამცველის 2010 წლის საანგარიშო მოხსენებაში აისახა. 523 გვერდიანი ანგარიში 26 თავისაგან შედგება და ყველა იმ გადაუჭრელ პრობლემას ეხმიანება, რომელიც ჯერ კიდევ დგას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა თუ მთელი საზოგადოების დონეზე და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. ვრცლად»
//-->
სიძულვილის ენა საქართველოში - სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის
- 2011 წლის 6 აპრილს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართული დებატები გაიმართა თემაზე “სიძულვილის ენა საქართველოში - სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის”. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ არის დიდი ხნის მსჯელობის ტრადიცია ამ საკითხზე - სიძულვილის ენის აქტიური საჯარო განხილვა სულ რაღაც ორი წლის წინ დაიწყო – დისკუსიამ საზოგადოებაში დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ვრცლად»
//-->
დევნილთა ინტეგრაციის საკითხები დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში
-
2011 წლის 23 მარტს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართული დისკუსია დაეთმო დევნილთა ინტეგრაციის საკითხებს დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში. თანამედროვე ქართული სოციალური თუ პოლიტიკური ცხოვრების ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მგრძნობიარე საკითხზე ისაუბრეს დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის “სინერგია” კოორდინატორმა ნინო კალანდარიშვილმა, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორის მოადგილე მანანა გაბაშვილმა, სოციალური პროგრამების ფონდის თავმჯდომარე ირაკლი ბოკუჩავამ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის “აფხაზეთის” დაცვის მონიტორინგის პროექტის მენეჯერმა ნუკრი მილორავამ.
ვრცლად»
//-->
რეგიონალური დებატები 2011
დებატები ბაქოში
გენდერი, როგორც აკადემიური დებატების თემა აზერბაიჯანში
2011 წლის 27 სექტემბერს, ბაქოში, ბოლო სამი წლის განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ოფისმა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: “გენდერი, როგორც აკადემიური დებატის თემა აზერბაიჯანში”.
რეგიონალური დებატები
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული წარმოდგენები, განათლების და სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო ინსტიტუტების/ადგილობრივი თვითმმართველობების როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დარღვევის ფაქტები გახლდათ ის ძირითადი საკითხები, რომელთა განხილვაც მიმდინარეობდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ დებატებში თემაზე: ‘’შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში“. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
ტურიზმი და ტურისტული ბიზნესი აჭარაში 2011
- არის თუ არა ტურიზმი რეგიონის შემოსავლის ერთადერთი წყარო? ეს კითხვა რამდენჯერმე დაისვა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაზე ბათუმში, რომელიც პრეს-კაფეში 2011 წლის 18 ივლისს გაიმართა. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
განათლების ხარისხი საქართველოში - საატესტატო გამოცდები
- 19 ივლისს, ფოთში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი საჯარო დებატი გაიმართა. დებატის თემა, განათლების სისტემაში არსებული რეფორმები იყო, უფრო კონკრეტულად კი, საატესტატო გამოცდებზე გამახვილდა ყურადღება. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
საატესტატო გამოცდები აჭარაში და მისი შედეგები
- წინასაწარი ინფორმაციით, სკოლის საატესტატო გამოცდების ჩაბარება აჭარიდან 5885 მოსწავლეს უნდა შეძლებოდა. ამათგან, გამოცდაზე ბევრი არ გამოცხადდა, ხოლო უფრო მეტმა საერთოდ უარი თქვა გამოცდის ჩაბარებაზე. აჭარაში, დაახლოებით 761 მეთორმეტე კლასელმა გამოცდა ვერ ჩააბარა.
ვრცლად»
რეგიონალური დებატები
სოფლის მეურნეობა კახეთში - გამოწვევბი, წარმატება და პერსპექტივები
- 2011 წლის 10 მაისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით რიგით მეხუთე საჯარო დისკუსიაა გაიმართა. შეხვედრა მიეძღვნა კახეთში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების განხილვას.
ვრცლად»
რეგინალური დებატები
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფუნქცია
-
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსიის თემა, რომელიც პრესკაფეში, 15 აპრილს გაიმართა “აჭარის უმაღლესი საბჭოს ფუნქცია” იყო. აჭარის უმაღლესი საბჭო ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც კონტროლს უწევს ავტონომიის მთავრობასა და ამტკიცებს რესპუბლიკის ბიუჯეტს. თუმცა, დღეს საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. საჯარო დისკუსიაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა შენიშვნები მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან ცხარე დებატების ფონზე მოისმინეს.
რეგიონალური დებატები
მედიის როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში
- 14 აპრილს ქ. ფოთში ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე "მედიის როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში". დისკუსიისას დიდი დრო დაეთმო მედიაში არსებული პრობლემების განხილვას.
მომხსენებლებად მოწვეულნი იყვნენ ჟურნალისტი ნინო თუნთია, იურისტი გიორგი მოისწრაფიშვილი, მედიაექსპერტი და ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე. ვრცლად»
ოთხშაბათის დებატები
საბჭოთა მემკვიდრეობის გააზრების გზები
//-->
ძალადობა ოჯახში - მითი და რეალობა
- რა მოიაზრება ოჯახურ ძალადობაში, რა არის ოჯახში ქალზე ძალადობის მიზეზები, ძალადობის რა ფორმები გამოიყოფა, რამდენად კარგად აქვს გაცნობიერებული საზოგადოებას ის, თუ რას ნიშნავს ძალადობა ოჯახში ან მის გარეთ. შეუძლია თუ არა მსხვერპლს თავიდან აირიდოს ძალადობა, ან არის თუ არა ის ძალადობის გამომწვევი, ვინ არის მეტწილად ძალადობის მსხვერპლი - ამ საკითხებს მიეძღვნა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში 2010 წლის 1 დეკემბერს გამართული საჯარო დისკუსია, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია და ამაზე სავსე დარბაზიც მეტყველებდა და დასმული შეკითხვებიც. ვრცლად»
//-->
თბილისის ურბანული განვითარება: მდგომარეობა და პერსპექტივები
-
ურბანული განვითარების თემატიკა და საზოგადოების დაინტერესება ამ საკითხებით, მიწათმოწყობის გენერალური გეგმა, მისი შედგენის ახლებური პრინციპები, გენგეგმა და მისი მონაწილეები, საზოგადოების ჩართულობის საკითხი, საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა, რომელიც არეგულირებს ურბანულ საკითხებს საქართველოში, ინსტიტუციური მოწყობის საკითხი - ამ თემებზე გაამახვილეს ყურადღება 17 ნოემბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართული საჯარო დისკუსიის მონაწილეებმა.
//-->
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი
-
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც მართლმსაჯულებს პროცესში არაპროფესიონალ მოსამართლეთა ჩართულობას გულისხმობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია. სულ ახლახანს ეს ინსტიტუტი ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებით საქართველოშიც იქნა დამკვიდრებული.
//-->
მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში და შესაძლო გავლენა საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე
- 2010 წლის 20 ოქტომბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართული დისკუსია დაეთმო ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობისა და მის შესაძლო გავლენის განხილვას საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის მოსახლეობისათვის უვიზო რეჟიმი დააწესა. ხელისუფლების მხრიდან ეს გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ტრადიციული და ისტორიული კავშირების აღდგენის წინაპირობად შეფასდა. ვრცლად»
//-->
მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში
- 2010 წლის 6 ოქტომბერი
ვახტანგ ხმალაძე - ექსპერტი, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი
ლია მუხაშავრია - ექსპერტი, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი
ლევან ცუცქირიძე - ჰოლანდიის მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი
ავთანდილ დემეტრაშვილი - საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე
დებატების ვრცელი მიმოხილვა (140 კბ)
//-->
საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები
- საქართველოს ეკონომიკაში არსებული ვითარება და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზაზე არსებული გამოწვევები იქნა განხილული ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ 2010 წლის 30 ივნისს გამართულ საჯარო დისკუსიაზე სახელწოდებით საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები.
ვრცლად»
//-->
ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგი: პერსპექტივები და გამოწვევები
- 2010 წლის 16 ივნისს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა გამართა დებატი, რომელიც მიეძღვნა ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის პერსპექტივებსა და გამოწვევებს. ფონდმა დებატებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ ქართულ-აფხაზურ დიალოგში. ახალგაზრდების მოწვევის მიზანი მათი გამოცდილების გაზიარება და კონფლიქტის მოგვარების პროცესში სახალხო დიპლომატიის როლის განხილვა გახლდათ. მეტი»
//-->
საქართველო-რუსეთის ურთიერთობები: დიალოგის აღგდენის პერსპექტივები
- 2010 წლის 2 ივნისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა მოიწვია ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები საჯარო დებატებში მონაწილეობის მისაღებად. დებატები გაიმართა თემაზე: “საქართველო-რუსეთის ურთიერთობები: დიალოგის აღგდენის პერპექტივები”. მეტი»
//-->
ნარჩენების მართვა: თანამედროვე გამოწვევები
- საქართველოში არსებული ნარჩენების მართვის სისტემა ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ქვეყანაში არ არის მოწესრიგებული ნარჩენებს შეგროვების, გატანისა და განთავსების სისტემა. არ ხდება ნარჩენების გადამუშავება და მეორად რესურსად გამოყენება. დღეს არსებული 63 ნაგავსაყრელიდან ვერც ერთი ვერ პასუხობს სანიტარულ და ეკოლოგიურ მოთხოვნებს. მეტი»
//-->
პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო
- 15 აპრილი, 2010
რონალდ ასმუსი - წიგნის "პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო" ავტორი, The German Marshall Fund of the United States, აღმასრულებელი დირექტორი
გია ნოდია - მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე
თინა ხიდაშელი - საერთაშორისო სამართლის ექსპერტი
ირის კემპე - ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორი
მოდერაცია: ნინო დანელია ვრცლად»
//-->
საზოგადოება და პოლიტიკა: გავლენის ვექტორები
- 2010 წლის 27 მარტი
გიორგი გვახარია - კინომცოდნე
ნინო დანელია - მედიამკვლევარი
დავით პაიჭაძე - ჟურნალისტი
მალხაზ სალდაძე - პოლიტოლოგი
მოდერაცია: ნინო ლეჟავა
დებატების ვრცელი მიმოხილვა (pdf, 240 კბ)
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა
- 10 მარტი, 2010
კოკა ამირეჯიბი - არქიტექტორი/საქართველოს ტექნიკური უივერსიტეტის პროფესორი
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტრი
ნესტან თათარაშვილი - არქიტექტორ-რესტავრატორი
მოდერაცია: გიორგი გვახარია
მეტი»
განათლების სისტემის ახალი პრიორიტეტები
- 3 თებერვალი, 2010
მარინე ჩიტაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
სიმონ ჯანაშია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
მოდერაცია: გიორგი გვახარია მეტი»
”პატრიოტიზმი: ინდივიდუალური განცდიდან სახელმწიფო პოლიტიკამდე”
- 9 დეკემბერი, 2009
ლაშა ბუღაძე - მწერალი
გიორგი გაბაშვილი - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე
სალომე ჯაში - კინორეჟისორი
მოდერაცია: გიორგი გვახარია
ღონისძიების დროს ნაჩვენები იყო ს. ჯაშის დოკუმენტური ფილმი ”ლიდერი ყოველთვის მართალია”
ვრცელი მიმოხილვა ქართულ ენაზე (pdf, 16 გვ., 179 კბ)
ინტერვიუ სალომე ჯაშთან. გაზეთი Georgia Today, # 497 (ინგლისურ ენაზე/in English) მეტი»
როგორ გადავცუროთ ზღვა ევროპისაკენ? - სახელმწიფო სტრატეგია და ქართული კულტურა
- 25 ნოემბერი, 2009
დავით დარჩიაშვილი - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე/ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
დავით ზურაბიშვილი - რესპუბლიკური პარტია
ნიკოლოზ ლალიაშვილი - პარლამენტის წევრი/ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია
ზურაბ ქარუმიძე - მწერალი
მოდერაცია - ნინო დანელია
ვრცელი მიმოხილვა ქართულ ენაზე (pdf, 18 გვ., 220 კბ)
”გადავცურავთ ზღვას?” შ. ხინჩაგაშვილი მეტი»
საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ანგარიში
- 11 ნოემბერი, 2009
თემურ იაკობაშვილი - სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში
პაატა ზაქარეიშვილი - კონფლიქტოლოგი/რესპუბლიკური პარტია
თორნიკე შარაშენიძე - საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი
მოდერაცია - გიორგი გვახარია
მეტი»
საზოგადოებრივი მაუწყებელი: პოლიტიკა და საზოგადოება
- 21 ოქტომბერი, 2009 წ.
ირაკლი ალასანია - ,,ალიანსი საქართველოსთვის'', ლიდერი
ნინია კაკაბაძე - ჟურნალისტი
პავლე კუბლაშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
მოდერაცია - გოგი გვახარია
დებატების ვრცელი მიმოხილვა ქართულ ენაზე (pdf, 15 გვ., 144 კბ)
რადიო თავისუფლება. მეათე სტუდია. საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო იზრდება
მეტი»
ცხოვრების ხარისხი თანამედროვე თბილისში: ურბანული განვითარების ხედვა
- 15 ოქტომბერი, 2009
ლადო ვარდოსანიძე - საქართველოს ურბანისტთა ასოციაციის თავმჯდომარე
თამაზ შილაკაძე - საქგზამეცნიერების ინსტიტუტის გენერალური დირექტორი
მოდერაცია: გოგი გვახარია
დებატების ვრცელი მიმოხილვა ქართულ ენაზე (pdf, 15 გვ., 156 კბ)
რადიო თავისუფლება. ურბანული განვითარების ხედვა და თბილისის ახალი გენგეგმა მეტი»
საბჭოთა წარსული და სტალინიზმის გააზრების პრობლემები
- 10 ივნისი, 2009 წ.
ლევან გიგინეიშვილი - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნინო ბექიშვილი - ჟურნალი ”ლიბერალი”
ილამაზ მიწიშვილი - საზოგადოება მემორიალი
მოდერაცია: გოგი გვახარია
გადაცემა ”წითელი ზონა”, რეპორტაჟი რადიო თავისუფლებაზე ”სტალინიზმი და მისი მემკვიდრეობა”
რადიო თავისუფლება. მეათე სტუდია. ”ალჟირის” პატიმართა პორტრეტები
1989-2009: საზოგადოების და სახელმწიფოს ტრანსფორმაცია - ეროვნული მოძრაობიდან სამოქალაქო პროტესტამდე
- 8 აპრილი, 2009
ნაირა გელაშვილი - მწერალი, ”კავკასიური სახლის” ხელმძღვანელი
ივლიანე ხაინდრავა - რესპუბლიკური პარტიის წევრი
ემზარ ჯგერენაია - სოციოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოდერაცია: ნინო დანელია
ვრცელი მიმოხილვა ქართულ ენაზე (pdf, 22 გვ., 223 კბ) მეტი»
მოდერნიზაციის პროექტი საქართველოში
- 18 მარტი, 2009
ზაალ ანდრონიკაშვილი - ლიტერატურის და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანაშრომელი, ბერლინი
ეკა აღდგომელაშვილი - გენდერის სპეციალისტი/ფონდი ”ინკლუზივი”
გიგა ზედანია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
მოდერაცია: გიორგი გვახარია
ვრცელი მიმოხილვა ქართულ ენაზე (pdf, 21 გვ., 123 კბ) მეტი»
პოლიტიკური ალტერნატივა: რეფერენდუმის სტრატეგია?
- 4 მარტი, 2009
გია ნოდია - პოლიტოლოგი
დავით უსუფაშვილი - რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე
მოდერაცია: გიორგი გვახარია
ვრცელი მიმოხილვა ქართულ ენაზე (pdf, 21 გვ., 120 კბ) მეტი»
რეგიონალური დებატები
მრგვალი მაგიდა
ურბანული ინფრასტრუქტურის გავლენა ბაქოელთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე
რეგიონალური დებატები
დევნილობაში დაბადებულები – ახალი თაობა ძველი პრობლემებით
- ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაციის საკითხი, დღემდე აქტუალური პრობლემაა. ინტეგრაციის არ არსებობას განიცდიან როგორც ახაზეთში და სამაჩაბლოში დაბადებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ასევე ის ადამიანები რომლებიც უკვე დევნილობაში დაიბადნენ. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი კახეთში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში
- 3 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაციის "რეგიონალური განვითარებისა და ინიციატივების ცენტრის" ორგანიზებით გამართულ რეგიონული საჯარო დისკუსიების პროქტის ფარგლებში რიგით მეოთხე საჯარო შეხვედრას უმასპინძლა. ვრცლად»
რეგიონალური დებატები
რეგიონში დაგეგმილი მსხვილი ინდუსტრიული პროექტები და გარემოსდაცვითი პრობლემატიკა
-
მსხვილი ინდუსტრიული პროექტები, რაც ფოთსა და რეგიონში ხორციელდება ან დაგეგმილია, შესაძლოა, დიდი ეკოლოგიური პრობლემების მიზეზიც გახდეს. საზოგადოების ყურადღება ეკონომიკური სირთულეების მოგვარებისკენაა ფოკუსირებული. ამგვარ გარემოში რთულია გარემოსდაცვითი საკითხების ადვოკატირება, მაგრამ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით 2010 წლის 26 ნოემბერს ორგანიზებულ დისკუსიაზე აზრთა საინტერესო გაცვლა-გამოცვლა მაინც შედგა.
რეგიონალური დებატები
ქალაქის ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები
-
საქართველოში ეკოლოგიის პრობლემებზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანაში ეკოლოგიის საკითხებს ერთ ერთ ყველაზე უყურადღებოდ მიტოვებულად მიიჩნევევენ.
რეგიონალური დებატები
მედია როგორც კონტროლის მექანიზმი კახეთში
- კახეთის რეგიონში არსებული მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი მნიშვნელოვანად არის შემცირებული, - ასეთი დასკვნა გააკეთეს რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ადგილობრივი მედიის შეფასებისას. ფაქტია, რომ მსოფლიო პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველომ თავისუფლების მხრივ უკან გადაინაცვლა, რაც იმის დასტურია, რომ მედია გარემო არც თუ სახარბიელოა. more»
რეგიონალური დებატები
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადგილი და როლი აჭარის რეგიონის განვითარებაში
- უნივერსიტეტს, საუნივერსიტეტო განათლებას ყველა ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი მიეკუთვნება. ამ მხრივ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ ერთი გამორჩეული სასწავლებელია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (აჭარის რეგიონი) განათლებისა დ კულტურის აღორძინება-განვითარებაში. ვრცლად»
რეგიონალური საჯარო დებატი
თვითმმართველობის მთავარი გამოწვევები კახეთში
- 2010 წლის 24 ივნისს, თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში შედგა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა და პარტნიორი ორგანიზაციის - რეგიონალური განვითარების კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია თემაზე: ,,თვითმმართველობის მთავარი გამოწვევები კახეთში”.
მეტი»
რეგიონალური დებატები
სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები დევნილები – მათი ყოველდღიური პრობლემები და ინტეგრაცია საზოგადოებაში
- მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეთნიკური კონფლიქტებიდან თითქმის ოცი წელი გავიდა, იძულებით გადაადგილება კვლავაც მძიმე მემკვიდრეობად რჩება ქვეყანაში მცხოვრები 246 000 დევნილისათვის. დევნილების ამგვარი რაოდენობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისეთი პატარა ქვეყნისათვის როგორც საქართველოა, რომლის მოსახლეობის ექვსი პროცენტი იძულებით გადაადგილებული პირია. მეტი»
რეგიონალური დებატები
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გამოწვევები რეგიონში
- მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამოქალაქო საზოგადოების არსებობა განსაკუთრებულ მნიშვნელობს იძენს სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში მყოფი ქვეყნებისათვის. ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ბათუმის საჯარო დებატების მორიგი შეხვედრა სწორედ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების რეალობას, პერსპექტივებსა და გამოწვევებს შეეხო. რა მდგომარეობა არის ამ მიმართებით რეგიონებში, რამდენად აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პროცესში - წარმოადგენდნენ ბათუმის ივნისის საჯარო დებატების თემატიკას. მეტი»
რეგიონალური დებატები ზუგდიდში
განათლების რეფორმა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, ახალი გამოწვევები და პერსპექტივები დევნილთათვის
- 23 ოქტომბერი, 2010
ნანული რამიშვილი - პედაგოგთა კავშირის ,,განათლება და სამყარო" თავმჯდომარე;
გიორგი მასალკინი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი;
ეკატერინე ფირცხალავა - ფსიქოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
მოდერაცია: ნინო კალანდარიშვილი ვრცლად»
რეგიონალური დებატები წყალტუბოში
განათლების რეფორმა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, ახალი გამოწვევები და პერსპექტივები დევნილთათვის
- 22 ოქტომბერი
ნანული რამიშვილი - პედაგოგთა კავშირის ,,განათლება და სამყარო" თავმჯდომარე;
გიორგი მასალკინი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ეკატერინე ფირცხალავა - ფსიქოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
მოდერაცია: ნინო კალანდარიშვილი ვრცლად»
რეგიონალური დებატები გორში
განათლების რეფორმა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, ახალი გამოწვევები და პერსპექტივები დევნილთათვის
- 20 ოქტომბერი, 2010
ნანული რამიშვილი - პედაგოგთა კავშირის ,,განათლება და სამყარო" თავმჯდომარე;
გიორგი მასალკინი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი;
ეკატერინე ფირცხალავა - ფსიქოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
მოდერაცია: ნინო კალანდარიშვილი ვრცლად»