ევროპა და სამხრეთ კავკასია

ევროპა და სამხრეთ კავკასია

ევროკავშირის აღქმა სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვნად შეიცვალა 2008 წ. ზაფხულის შემდეგ, როდესაც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ნიკოლას სარკოზიმ უშუამდგომლა საქართველოსა და რუსეთს შორის ხელშეკრულებას ცეცხლის შეწტვეტაზე. ევროკავშირი გახდა რუსეთისა და შეერთებული შტატების თანასწორი ახალი მოქმედი პირი რეგიონში, სადაც ის წარმოდგენილია თავისი სადამკვირვებლო მისიით (EUMM). ბრიუსელის გაზრდილი ვალდებულება რეგიონში, საერთო ჯამში, დადებითად იქნა მიღებული არა მარტო საქართველოში, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. თუმცა, ცხადია, რომ ევროკავშირის საერთო სტრატეგია სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში ჯერ კიდევ უნდა განვითარდეს. 

სტაბილური დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საშუალებით ქვეყნების დახმარება გახდება თანამშრომლობის საფუძველი საერთო ინტერესების ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგო უსაფრთხოება და მდგრადი ეკონომიკური განვითარება, როგორც უშუალოდ რეგიონში, ასევე რეგიონსა და ევროკავშირს შორის. ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოების მჭიდრო თანამშრომლობის მიზნის მისაღწევად ექსპერტებმა და მხარეების გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა უნდა გააძლიერონ თავიანთი ძალისხმევა უფრო ახლო პარტნიორობისათვის სტრატეგიული და რეალური პოლიტიკური გადაწყვეტილებების განსავითარებლად.

მომავალი წლები იქნება გადამწყვეტი, ვინაიდან თითოეული ქვეყანა თუ რეგიონი ერთმნიშვნელოვნად ამჯობინებს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამასთან, ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო იწვევს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს თავინთი ქვეყნების საგარეო პოლიტიკაში მისაღები ევროპული ვარიანტებისა და ევროკავშირის ღირებულებების თემებზე დისკუსიების მოსაწყობად. ამავდროულად, ჩვენ ხელს ვუწყობთ ევროკავშირის დედაქალაქებში დისკუსიების გამართვას საერთაშორისო ექსპერტებისა და გადაწყვეტილებების მიმღები პირების მოწვევით, რეგიონიდან ამ დუსკურსში წვლილის შეტანას და სამხრეთ კავკასიის მიმართ ევროპის სამომავლო პოლიტიკისათვის იდეების შემუშავებას.