გენდერული პოლიტიკა, ფემინისტური ანალიზი და დისკურსი ყოველთვის წარმოადგენდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას როგორც გერმანიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ფონდის თითოეული საერთაშორისო ბიუროს მიზანი დღემდე პატრიარქალური სტრუქტურების, ძალაუფლებისა და დომინირების გენდერული თვალსაზრისით კრიტიკის ხელშეწყობა და მისი ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლაა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მუშაობა ვრცელდება ყველა დონეზე: სოციალური ურთიერთობები, პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, საჯარო სფერო.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროც ფოკუსს აკეთებს გენდერულ პრობლემატიკაზე. თანასწორობის კულტურის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული ფონდის სხვადასხვა პროექტები და აქტივობები.
წარმოგიდგენთ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ნაშრომებს გენდერულ პრობლემატიკაზე. წარმოდგენილი კვლევები ეკუთვნით სოციალური მეცნიერებების სფეროში დაკავებულ ახალგაზრდა მეცნიერებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, რომლებიც სხვადასხვა წელს ფონდის სტიპენდიატები იყვნენ.
- ია მერკვილაძე, 2004, გენდერული სტერეოტიპების დინამიკა ქართულ მედიაში პოსტ-საბჭოთა სოციალურ-პოლიტიკური პროცესების ფონზე (რუსულად);
- ანა პაპიანი, 2005, ქალების საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობა თანამედროვე სოფლის თემში სომხეთში (რუსულად);
- ეკატერინე ფირცხალავა, 2005, გენდერული როლების ტრანსფორმაცია და მისი გავლენა ოჯახში ძალაუფლების განაწილებაზე (რუსულად);
- აისელ ვეზიროვა, 2005, თავისუფლება და მონობა: ჰიჯაბი აზერბაიჯანში (ინგლისურად);
- ხათუნა გვარაძე, 2005, ქალთა მოძრაობის ხასიათი საქართველოში (მე-19 საუკუნის ბოლო - მე-20 საუკუნის დასაწყისი) (რუსულად);
- თამარ ზურაბიშვილი, 2006, შრომითი მიგრანტების მიგრაციული ქსელები თიანეთიდან (ინგლისურად);
- ელონა არტამონოვა, 2006, შერჩევითი აბორტები და გენდერული წესრიგი აზერბაიჯანში (რუსულად);
- იულია გურეევა/ალიევა, 2006, ეროვნული „გენდერი“: Made in Azerbaijan (რუსულად);
- შორენა გაბუნია, 2009, ჰომოსექსუალობა თბილისის ურბანულ კულტურაში (რუსულად) ;
- თამთა მელაშვილი, 2009, რა მიბიძგებს მიგრაციისკენ? (ინგლისურად)
- თამთა თათარაშვილი, 2010, ქალის და მამაკაცის სახე ქართულ კინოში (რუსულად).