გენდერული პროგრამა
მიუხედავად იმისა, რომ 90–იან წლებში სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ მოაწერა ხელი გაეროს კონვენციას ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის გაუქმებაზე, დე–იურე და, განსაკუთრებით, დე–ფაქტო ცვლილებები, რომელიც დღემდე იქნა მიღწეული, ჯერ კიდევ შორს არის სრულყოფილებისაგან.
ქალთა უფლებები არ არის საკმარისად დაცული და უზრუნველყოფილი სამართლებრივად და სათანადოდ აღიარებული ეროვნული პოლიტიკის შემუშავების პროგრამაში. ამგვარი წინდაუხედაობა ძირითადად აისახება გენდერული დისკრიმინაციის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაში. საერთო ჯამში, ქალთა ინტერესები უგულვებელყოფილია ოფიციალურ პოლიტიკაში, მედიასა და საჯარო დისკუსიებში.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მხარს უჭერს პროექტებს, რომელთა მიზანია ქალთა უფლებებით აღჭურვა და გენდერული დემოკრატიის პოპულარიზაცია.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მუშაობა მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:
- პოლიტიკური საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკის დონეზე;
- დისკუსიები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისათვის ქალთა ინიციატივების შესახებ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში;
- გამოცდილების გაცვლა იმისათვის, რომ მოხდეს ისლამურ და ქრისტიანულ საზოგადოებებში როლების შედარება, მაგ.: საქართველოდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან ან ბალკანეთიდან ქალთა მონაწილეობით;
- ინოვაციური მეთოდები ისტორიულ და ქალთა კვლევების სფეროებში, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი უფლებებით აღჭურვასა და გენდერულ თანასწორობას.
სიახლე
50 ქალი საქართველოდან
ანგარიში
ფემინიზმი. შეკრების ადგილი
-
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენციაში „ფემინიზმი.შეკრების ადგილი“, რომელიც 2013 წლის 5-7 მარტს კიევში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის უკრაინის ოფისის მხარდაჭერითა და ფემინისტური ორგანიზაციის „ოფენზივა“ ორგანიზებით გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს: ეკა აღდომელაშვილმა (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი), ნინო გამისონიამ („დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფი“, „პარტიზანი გოგოები“) და ელვირა მელიქსეტიანმა (სომხეთის ქალთა რესურს ცენტრი).
ნინო გამისონია ვრცლად»
ლგბტ ვებ-დოსიე
უცხო საკუთარ საზოგადოებაში: ლესბი, გეი, ბისექსუალი და ტრანსენდერი (ლგბტ) ადამიანების მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში, 2012
- 2012 წელი განსაკუთრებული წელი იყო ლგბტ (ლესბი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი) თემისთვის და ლგბტ მოძრაობის განსაჯაროებისთვის სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში. აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში იდენტობის, სექსუალური განსხვავებულობის/ მრავალფეროვნების და სოციალური კონსტრუქტების შესახებ მწვავე საკითხების დაყენების თვალსაზრისით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
English Deutsch Azərbaycanca հայերեն
ნინო ლეჟავა ვრცლად»
გენდერი სასტიპენდიო ნაშრომებში
- წარმოგიდგენთ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ნაშრომებს გენდერულ პრობლემატიკაზე. წარმოდგენილი კვლევები ეკუთვნით სოციალური მეცნიერებების სფეროში დაკავებულ ახალგაზრდა მეცნიერებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, რომლებიც სხვადასხვა წელს ფონდის სტიპენდიატები იყვნენ. ვრცლად»
თავისუფლება ქალისუფლებას
-
12 მარტს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ უმასპინძლა მრგვალ მაგიდას თემაზე „ლბტ უფლებები ქალთა უფლებებია“. მრგვალი მაგიდა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ მიერ 8 მარტის კვირეულის ფარგლებში ორგანიზებული კამპანიის ნაწილია.
კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ: თანასწორობა, კანონმდებლობა, რეალობა
-
2011 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ განახორციელა პროექტი „CEDAW - თანასწორობა, კანონმდებლობა, რეალობა“. პროექტში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ახალგაზრდებმა შეისწავლეს კონვენციის კონკრეტული მუხლების დარღვევის ფაქტები და ისინი თავიანთ ნაშრომებში აღწერეს. წარმოდგენილ ბროშურაში სწორედ ეს ისტორიებია თავმოყრილი იმის ნათელსაყოფად, თუ რამდენად შეესაბამება ქართული სინამდვილე კონვენციის მოთხოვნებს და რამდენად ვახერხებთ გენდერული დისკრიმინაციის თანასწორობის კულტურით შეცვლას.
- ჩამოტვირთვა (752 კბ)
ხათუნა სამნიძე, ლელა გაფრინდაშვილი წინასიტყვაობა»
ესეების კონკურსი
გენდერი და თანამედროვეობა
- ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო და საქართველოს იურისტ სტუდენტთა ასოციაცია აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე "გენდერი და თანამედროვეობა".
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.