ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის განცხადება სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით - სასტიპენდიო პროგრამა

როგორც მოგეხსენებათ, 2003 წლიდან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი ახორციელებს რეგიონალურ სასტიპენდიო პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს სოციალური მეცნიერების სფეროში დაკავებულ ახალგაზრდა მეცნიერებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო) ერთი წლის განმავლობაში იმუშაონ ინტერდისციპლინარულ პროექტებზე უახლესი ისტორიის, სოციოლოგიისა და ურბანული განვითარების საკითხებში.

2011 წლის იანვარში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ოფისმა ჩაატარა სასტიპენდიო პროგრამის შეფასება. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც პროგრამის მოწვეულმა კონსულტანტმა ფონდს მისცა გახლდათ ფონდის ექსპერტების, პარტნიორების, მეგობრების, ყოფილი და ამჟამინდელი სტიპენდიანტების კონფერენციის მოწვევა, რომელიც შეაფასებდა პროგრამის განვლილ რვაწლიან პერიოდს და იმსჯელებდა პროგრამის გაგრძელების პერსპექტივებზე.

ფონდი გამოაცხადებს სასტიპენდიო პროგრამის კონკურსს 2012 წლის სექტემბერში, ხოლო სასტიპენდიო პროგრამის 2012 წლის გამარჯვებულნი მუშაობას შეუდგებიან 2013 წლის იანვარში.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისათვის და გიწვევთ, თვალყური ადევნოთ სასტიპენდიო პროგრამის გამოცხადებას 2012 წლის სექტემბერში.