კონფლიქტების ტრანსფორმაცია
ე.წ. ”გაყინული” სამხედრო კონფლიქტების არსებობა სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში ძლიერ აფერხებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში თავისუფალი დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და მის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მხარს უჭერს დისკუსიებს თემებზე, რომლებიც კონფლიქტების წარმოშობოს მიზეზებს ეხება, ცდილობს განსაზღვროს როლი, პასუხისმგებლობა და გამონახოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების შესაძლო გზები. ფონდი ხელს უწყობს კონფლიქტურ მხარეებს შორის საზოგადოებრივი საკონტაქტო ხიდების მშენებლობას და განვითარებას. ფონდი მოუწოდებს რეგიონალური თანამშრომლობისაკენ საზოგადოების მოდერნიზაციის და დემოკრატიზაციის საკითხებში. ამ მიზნით ის ორგანიზებას უკეთებს და, შესაბამისად, მხარს უჭერს:
- საჯარო დისკუსიების ჩატარებას, რომლებშიც მონაწილეობენ სხვადასხვა პასუხისმგებელი პირები, ”საზოგადოებრივი აზრის” მატარებლები, ლტოლვილთა და იძულებით გადასახლებულ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, მეცნიერები. ამ გზით ფონდი სტიმულირებას უკეთებს საზოგადოებრივ მოთხოვნილებებს კონფლიქტების მოგვარებასთან მიმართებაში და ამასთან დაკავშირებულ პროცესებს უფრო გამჭვირვალეს ხდის.
- კონფლიქტური მხარეების საზოგადოებებს შორის დიალოგის პროექტებს: ამ საჯარო თუ არასაჯარო შეხვედრების მიზანს წარმოადგენს კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივების შესახებ მოსაზრებების გაზიარება, კონფლიქტების სხვადასხვა ასპექტების განხილვა და საინფორმაციო და საკონტაქტო ხიდების ჩამოყალიბება ოფიციალური მოლაპარაკებების პროცესებში. უმრავლეს შემთხვევაში ამგვარი შეხვედრების შედეგები გამოქვეყნდება დოკუმენტაციის სახით.
- ფილმების, რადიო- და ტელეგადაცემების, გაზეთების, ინტერნეტფორუმების შექმნას, რომლების ხელს უწყობენ კონფლიქტურ მხარეებს შორის არსებული საინფორმაციო ბლოკადის გარღვევას და აცნობენ ამ მხარეების საზოგადოებებს თავიანთი პერსპექტივების შესახებ.
- სამეცნიერო და ლიტერატურულ პუბლიკაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ ინფორმაციის გაზიარებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს და მათ მეზობლებს შორის და კრიტიკულად უდგებიან ”მტრის ხატს” და უკანასკნელი წლების განმავლობაში შექმნილ სტერეოტიპებს.
ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს პროექტებს, რომლებიც ორმხრივად აფართოებენ თანამშრომლობას და მუშაობენ კონფლიქტების მოგვარებაზე რეგიონალურ და საერთაშორისო პერსპექტივაში. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო ამ საკითხებში მჭიდროდ თანამშრომლობს ფონდის რეგიონალურ ბიუროსთან სტამბულსა და მოსკოვში. ჩვენი პარტნიორები და ექსპერტები რუსეთიდან და თურქეთიდან მონაწილეობას მიიღებენ ორ- და სამმხრივ შეხვედრებში, ამ ქვეყნების როლის განხილვაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ხელს შეუწყობენ სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პირდაპირი კონტაქტების ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, ფონდი თანამშრომლობს კონფლიქტების ტრანსფორმაციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციასთან.
სიახლე
დევნილების ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში
ფოთი და წყალტუბო: დევნილების ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში
-
2012 წლის 3 და 4 ივნისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ შეხვედრები გამართა ფოთსა და წყალტუბოში. მრგვალი მაგიდა ორგანიზებული იყო ფონდის მიერ ინიცირებული პროექტის „დევნილების ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში“ ფარგლებში. პროექტის მიზანია დევნილების მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის გაზრდა და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში დევნილებთან დაკავშირებული პრობლემატიკის ასახვა.
დევნილთა საცხოვრებელი პირობები და წყალტუბოს სამომავლო პერსპექტივები
-
სანატორიუმებში, "ცისკარი", "შახტიორი" და "ივერია", მცხოვრები დევნილი ოჯახები ახალ წელს თერნალის დასახლების ახალაშენებულ კორპუსებში, სუფთა და ნათელ ბინებში შეხვდებიან. იქ ჯერ არც გაზია შეყვანილი და წყალიც შეფერხებით მიეწოდებათ, მაგრამ ეს ადამიანები მაინც კმაყოფილები ჩანან. ხალხი გამოცოცხლებულია, აივნებზეა გამოფენილი. ქალები ფანჯრებს წმენდენ, კაცები კორპუსების მიმდებარე ტერიტორიას აწესრიგებენ. ადრე უფრო ხშირად ლაპარაკობდნენ სარდაფებში დაგროვილ წყალზე და მშენებლობის ხარისხსაც ეჭვის თვალით უყურებდნენ, დღეს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დროებით მაინც სურთ დაივიწყონ ყველა პრობლემა და სანატორიუმების გაუსაძლისი პირობების შემდეგ ცხოვრება თავიდან დაიწყონ. დანარჩენ სანატორიუმებში მცხოვრებთა მომავალი კვლავ გაურკვეველია.
მედეა იმერლიშვილი ვრცლად»
ზღვასთან ახლოს, დასაქმების იმედით
- 19 ნოემბერს ფოთის ბიბლიოთეკის დარბაზში დისკუსია სახელწოდებით "განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები ფოთში" გაიმართა. დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ: ადამიანის უფლებათა დამცველი ლია მუხაშავრია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძე და საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრის "აფხაზეთი" წარმომადგენელი იაგო ფასანძე. დისკუსიას მოდერაციას ეკა ფირცხალავა უწევდა. მედეა იმერლიშვილი ვრცლად»
ფოცხო-ეწერსა და წალენჯიხაში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან ერთად
-
2011 წლის 24 სექტემბერი. წალენჯიხის რაიონი. სოფელი ფოცხო-ეწერი. სასტუმრო ,,ენგურჰესის'' საკონფერენციო დარბაზი მალე ივსება. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი დევნილებისთვის ადამიანის უფლებების თემაზე დისკუსიას მართავს.
მედეა იმერლიშვილი ვრცლად»
პასუხის მოლოდინში გასული ცხოვრება - დისკუსიები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის წყალტუბოსა და ქუთაისში
- "გილოცავთ დღევანდელ დღეს. გმადლობთ, რომ გვინახულეთ, წყალტუბოელი დევნილები არავის ახსოვს. შემიძლია მხოლოდ ჩემი ლექსი გაჩუქოთ". - დისკუსიის დასრულების შემდეგ ხანშიშესული მამაკაცი მიახლოვდება და დაკეცილ ბარათს მორიდებით მაწვდის. როინ ფანგანს შარშან გამართულ დისკუსიებზეც შევხვედრივართ. ის სანატორიუმ "აია"-ში ცხოვრობს, ობოლ შვილიშვილს ზრდის. სანატორიუმ "შახტიორ"-ში ჩვენს მოსასმენად მოვიდა. დარბაზში სხვებიც არიან, ვინც ადრეც დასწრებია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებულ დისკუსიებს. ვრცლად»