მთავარი გვერდი


მოგესალმებით ჰ. ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ვებ-გვერდზე

Image removed.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, რომელიც ახორციელებს პროექტებს სამხრეთ კავკასიაში, მოხარულია გაცნობოთ ვებ-გვერდის განახლების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ვებ-გვერდის ახალი ვერსია საშუალებას მოგვცემს, მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი სამუშაოს შესახებ უფრო საინტერესო და ხელმისაწვდომი ფორმით. გვერდი გაყოფილია ჩვენი 4 ძირიდათი სამუშაო სფეროს მიხედვით: დემოკრატია, ევროპა და სამხრეთ კავკასია, კონფლიქტების ტრანსფორმაცია და სასტიპენდიო პროგრამა. გთხოვთ, რეგულარულად გვეწვიოთ და გამოგვიგზავნოთ თქვენი შეკითხვები ან კომენტარები (კონტაქტი). 


სიახლე


Image removed.

მეხსიერება და იდენტობა: პოლიტიკა და წარსულის ინტერპრეტაციები

რატომ არის მნიშვნელოვანი, იყო განსხვავებული? რა უდევს საფუძვლად ერის იდენტობას? რას ნიშნავს მეხსიერების პოლიტიკა? როგორია პოსტსაბჭოთა სივრცის გამოცდილება, კოლექტიური ტრავმა და მისი დაძლევის მექანიზმები? ვერ ვახერხებთ თუ სინამდვილეში არც არასოდეს ყოფილა წარსულის გააზრების ნება ხელისუფლებაში და სურვილი მთელ საზოგადოებაში? რა როლს თამაშობს რელიგია იდენტობის ჩამოყალიბებაში? რატომ არის საჭირო კრიტიკული აზროვნების განვითარება, რატომ დაგვიანდა ან საერთოდ არის კი მოსალოდნელი ლუსტრაცია საქართველოში? - ეს ის კითხვები და თემებია, რომლებიც 30 ოქტომბერს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში თემაზე “მეხსიერება და იდენტობა: პოლიტიკა და წარსულის ინტერპრეტაციები” გამართულ დისკუსიაზე დაისვა და რომელზეც საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ მომხსენებლები. ვრცლად»

Image removed.

დისკუსია

სამხრეთ კავკასია: მიღწევადია დემოკრატია? აზერბაიჯანი და საქართველო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

- 9 ოქტომბერს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, ქართველმა ამომრჩეველმა კი 2 კვირის შემდეგ 27 ოქტომბერს გააკეთა არჩევანი. ვრცლად»

[To view the Player you will need to have Javascript turned on and have Flash-Player 9 or better installed.]

//-->


Image removed.

რეგიონალური დებატები

ვის ეშინია სეკულარული დემოკრატიის?

- ქუთაისი, 14 ნოემბერი, 2013
სეკულარული დემოკრატიის შიში და სეკულარიზმი როგორც თეოლოგიური პოზა მართლმადიდებლურ და სახელმწიფოებრივ მმართველობაში - დაახლოებით ასეთი ფაბულა ედო დებატებს, რომელიც ქუთაისში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ ჩაატარა. ვრცლად»


Image removed.

სამხრეთ კავკასია გზაჯვარედინზე: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის 10 წელი რეგიონში

-

2013 წლის ივნისში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ მუშაობის 10 წლის იუბილე აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს წარმომადგენელ პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკადემიური სფეროს მოღვაწეებთან ერთად 5-6 ივნისს ორდღიანი კონფერენცია გამართა.

ვრცლად»


Image removed.

50 ქალი საქართველოდან

- საქართველოში ბევრი ქალია, ვინც ახალს ქმნიდა, ვინც აღმოჩენებს აკეთებდა, ვინც იბრძოდა ცვლილებებისთვის და ვისაც არ ეშინოდა სიახლის. მათ არ იცოდნენ, თუ რა მნიშვნელობა ექნებოდა მათ ძალისხმევას მომავლისთვის და ალბათ, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ათეულობით წლის შემდეგ მოვინდომებდით, მათ შესახებ უფრო მეტი გვცოდნოდა, ან ზოგ შემთხვევაში, თავიდან გაგვეცნო კიდეც. ვრცლად»


Image removed.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი თბილისის წიგნის ფესტივალზე

- წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა ფართო აუდიტორიას პირველად წარუდგინა თავისი გამოცემები თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალზე.  2013 წლის 23-26 მაისს თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია გახლდათ და მასში 70-მდე წიგნის გამომცემელმა, მაღაზიამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. ვრცლად»


Image removed.

ვის ეშინია სეკულარული დემოკრატიის?

- ვისთვის იყო მოულოდნელი 17 მაისის მოვლენები, როგორ პასუხობს სეკულარიზმის იდეას ქვეყნის კანონმდებლობა და ემუქრება თუ არა საფრთხე სეკულარიზმს საქართველოში, რატომ და როგორ იჭრება არასამოქალაქო სივრცე სამოქალაქო სივრცეში, ვისთვის არის მართლმადიდებლობა ქართული იდენტობის განმსაზღვრელი, როგორ უნდა იქცეოდეს მედია და როგორია სამოქალაქო სექტორის როლი, რას ქადაგებს ეკლესია და როგორია სახელმწიფოს სტრატეგიული კურსი, საპატრიაქოს დაფინანსება და ეკლესიის პოლიტიკური მიზნები, სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები, სამოქალაქო სექტორის როლი, მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტები - ის მთავარი თემებია, რაზეც მომხსენებლებმა და დარბაზში შეკრებილმა ადამიანებმა ისაუბრეს.  ვრცლად»


Image removed.

რეგიონალური დებატები

როგორ “იქმნება” კულტურა და რას განსაზღვრავს იგი?

- ქუთაისი, 17 ივნისი, 2013
როგორ იქმნება კულტურა და რას განსაზღვრავს იგი? - ერთგვარად რიტორიკული კითხვა აღმოჩნდა, ქუთაისში ჩატარებული დებატებისა, რომელიც ჰინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ, 14 ივნისს გამართა. ცხელი და გადამღლელი სამუშაო კვირის მიწურულის მიუხედავად, დარბაზში შეკრებილებისთვის ნამდვილად იყო კულტურის შექმნისა და წარმომავლობის განსაზღვრა მთავარი თემა. ქ. ბერძენიშვილი ვრცლად»


Image removed.

რეგიონალური დებატები

კანონი, სამართლიანობა და თანასწორობა ჰომოფობიის წინააღმდეგ

- ბათუმი, 24 მაისი, 2013
არის თუ არა სახელმწიფო უუნარო რელეგიური ექსტრემიზმის პირისპირ? ჩამოუყალიბდა თუ არა საზოგადოებას მტრის ხატი სექსუალური უმცირესობების მიმართ17 მაისის შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად? ამ შეკითხვებზე პასუხს 24 მაისს ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე „კანონი, სამართლიანობა და თანასწორობა ჰომოფობიის წინააღმდეგ“ შეკრებილი ადამიანები ელოდნენ.   ვრცლად»

Image removed.

audio

17 მაისს - ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს - თბილისში მომხდარი მოვლენების შესახებ

- (გერმანულად) ნინო ლეჟავა

[To view the Player you will need to have Javascript turned on and have Flash-Player 9 or better installed.]

//-->

ტრენინგი საჯარო დისკუსიების და დებატების მოდერირებაში

- ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (dvv international) ატარებენ ტრენინგების ციკლს, რომლის მიზანია საჯარო დისკუსიებისა და დებატების მოდერირებისა და ფასილიტაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ტრენინგი ჩატარდება 2 ეტაპად, ა.წ. 25-27 ივნისს და 25-27 ოქტომბერს.

დაწვრილებით»


Image removed.

ანგარიში

ფემინიზმი. შეკრების ადგილი

-

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენციაში „ფემინიზმი.შეკრების ადგილი“, რომელიც 2013 წლის 5-7 მარტს კიევში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის უკრაინის ოფისის მხარდაჭერითა და ფემინისტური ორგანიზაციის „ოფენზივა“ ორგანიზებით გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს: ეკა აღდომელაშვილმა (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი), ნინო გამისონიამ („დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფი“, „პარტიზანი გოგოები“) და ელვირა მელიქსეტიანმა (სომხეთის ქალთა რესურს ცენტრი).

ნინო გამისონია ვრცლად»


Image removed.

ლგბტ ვებ-დოსიე

უცხო საკუთარ საზოგადოებაში: ლესბი, გეი, ბისექსუალი და ტრანსენდერი (ლგბტ) ადამიანების მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში, 2012

- 2012 წელი განსაკუთრებული წელი იყო ლგბტ (ლესბი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი) თემისთვის და ლგბტ მოძრაობის განსაჯაროებისთვის სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში. აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში  იდენტობის, სექსუალური განსხვავებულობის/ მრავალფეროვნების და სოციალური კონსტრუქტების  შესახებ მწვავე საკითხების დაყენების თვალსაზრისით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

English Deutsch Azərbaycanca  հայերեն

ნინო ლეჟავა ვრცლად»


Image removed.

გერმანული ენერგიის ტრანზიცია

- მომრავლებული ქარიშხლები, ხანძრები და დამანგრეველი გვალვები: კლიმატური ცვლილების ზეგავლენა უკვე მთელს მსოფლიოში იგრძნობა. ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული გაეროს მოლაპარაკებები (COP 18) უმნიშვნელოვანესი მოვლენაა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად გლობალური შეთანხმების მიღწებისათვის. მაგრამ მოლაპარაკებები ადგილობრივ ქმედებას ვერ შეცვლის. აუცილებელია, რომ ქვეყნებმა ეკონომიკიდან ნახშირბადის გამოყოფა ამოიღონ და განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადავიდნენ. ვრცლად»