ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოადგენს მწვანე პოლიტიკური მიმდინარეობის ნაწილს, რომელიც ჩამოყალიბდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვრებს გარეთაც ისეთ ტრადიციულ პოლიტიკურ მიმდინარეობებთან დისკუსიაში, როგორიცაა სოციალიზმი, ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი. ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებია ეკოლოგია და მდგრადი განვითარება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, თვითგამორკვევა და სამართლიანობა. განსაკუთრებული თემაა გენდერული დემოკრატია და სქესთა თანასწორობა. აგრეთვე, ჩვენ მხარს ვუჭერთ არაძალადობას და აქტიურ სამშვიდობო პოლიტიკას.
საზღვარგარეთ 28 ბიუროსა და თავად გერმანიაში პოლიტიკური განათლების მრავალი რეფერატის, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრობლობის განყოფილების საშუალებით ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მსოფლიოს მასშტაბით პროფესიული კონტაქტების ქსელს გთავაზობთ.