2003 წელს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს გახსნით ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა გააღრმავა 1995 წელს სამხრეთ კავკასიაში დაწყებული საქმიანობა. აქ წლების წინ თბილისში კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ - კავკასიურ სახლთან და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ტყვეთა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფთან დაიწყო თანამშრომლობა.
დღეისათვის ფონდი რეგიონის ახალგაზრდა მეცნიერებს სთავაზობს კვლევით სტიპენდიებს უახლესი ისტორიის, პოლიტილოგიის, სოციოლოგიისა და ურბანისტიკის სფეროში და მათთან ერთად ავითარებს საგანმანათლებლო პროექტებს სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო ხელს უწყობს სამოქალაქო დიალოგს მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის მიზნით. ფონდის სტამბოლის ბიუროსთან ერთად ის ორგანიზებას უკეთებს თურქულ-სომხური შეხვედრების სერიას.
დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფონდი ავითარებს ინიციატივებს ქალთა და სექსუალური უმცირესობების პოლიტიკური და სოციალური გაძლიერების მიზნით; აგრეთვე, რეგულარულად ატარებს საჯარო დისკუსიებს ქართული პოლიტიკის ცენტრალური საკითხების შესახებ საკუთარ ოფისში და ასევე რეგიონებშიც.
2010 წლიდან ფონდის სამუშაო პრიორიტეტებს დაემატა საბჭოთა ისტორიის გააზრებისა და ტოტალიტარული წარსულის საკითხებიც.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის განსაკუთრებული მიზანია, შექმნას იმპულსები სამხრეთ კავკასიის მიმართ ევროკავშირის აქტიური და თანმიმდევრული პოლიტიკისათვის. ბერლინსა და ბრიუსელში, ისევე როგორც ბაქოში, ერევანსა და თბილისში, ფონდი რეგულარულად ატარებს კონფერენციებსა და თემატურ საუბრებს, რათა განიხილოს ერთიანი ევროპული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის როლი რეგიონში არესბული კონფლიქტების მიმართ; აგრეთვე მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ჩართვას ევროკავშირის გაფართოებული ევროპის კონცეფციაში.