სასტიპენდიო პროგრამა


სასტიპენდიო პროგრამა

Image removed.

2003 წლიდან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ატარებს ყოველწლიურ ”ადგილობრივ” სასტიპენდიო პროგრამას სოციალური მეცნიერებების სფეროში დაკავებული 25-მდე ახალგაზრდა მეცნიერისათვის სამხრეთ კავკასიიდან. მკვლევარები, რომელთა ასაკი 35 წელს არ აღემატება, მუშაობენ ინდივიდუალურ ინტრედისციპლინარულ პროექტებზე უახლესი ისტორიის, სოციოლოგიის და ქალაქის მდგრადი განვითარების სფეროებში. ვრცლად»


სიახლე


Image removed.

კონკურსი სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისთვის - 2014

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო აცხადებს კონკურსს რეგიონალური სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში აკადემიური კვლევების ჩატარებას.
პროგრამის ამოცანები:
  • ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერების მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოციალურ მეცნიერებათა განვითარების ხელშემწყობი ინდივიდუალური და ინტერდისციპლინარული კვლევების ჩატარებას;
  • ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოციალურ მეცნიერებათა სფეროში მოღვაწე პროფესიონალების რეგიონალური ქსელის განვითარებას.

ვრცლად»


Image removed.

საგრანტო კონკურსი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს სასტიპენდიო პროგრამის ყოფილი მონაწილეებისთვის

- აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ცხრაწლიანი საქმიანობის შედეგად ფონდმა წვლილი შეიტანა როგორც აკადემიისთვის, ისე სამოქალაქო საზოგადოებისთვის კვალიფიცირებული კადრების მომზადებაში. ფონდის ყოფილი სტიპენდიატები საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მრავალი ახალი თემის და წამოწყების ავტორები არიან. ფონდისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში უკვე დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას და არსებული ცოდნის საფუძველზე ახალი იდეების თუ ინიციატივების აღმოცენებას. ამ მიზნით ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს თავისი ყოფილი სტიპენდიატებისთვის. ვრცლად»

ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ

- ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სათაო ოფისმა გამოაცხადა საბუთების მიღება სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობაზე. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სათაო ოფისის ვებ-გვერდზე გერმანულად და ინგლისურად.


ღონისძიებები


Image removed.

2011 წლის საზაფხულო სკოლა ბაკურიანში

2011 წლის 10-14 ივლისს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა, ფონდის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში  მოაწყო საზაფხულო სკოლა ბაკურიანში.

ვრცლად»


Image removed.

ბაზალეთის საზაფხულო სკოლა: სახელწიფო, საზოგადოება და კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში

- 2010 წლის 18-24 ივლისს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა, გეორგ-ეკერტის ინსტიტუტთან თანამშრომლობითა და გერანიის აკადემიური გაცვლითი სერვისის ფინანსური მხარდაჭერით ბაზალეთში მოაწყო საზაფხულო სკოლა: სახელწიფო, საზოგადოება და კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში.
მეტი»


Image removed.

საზაფხულო სკოლა

სამხრეთ კავკასია: ახალი იდენტობის ძიებაში

- 2009 წლის 25-31 ივლისს დაბა ბაკურიანში ჩატარდა მორიგი - მე-6 საზაფხულო სკოლა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.  საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღეს ფონდის მიმდინარე წლის და ყოფილმა სტიპენდიატებმა რეგიონიდან, აგრეთვე ფონდის სტიპენდიატებმა გერმანიიდან. ნ. ლეჟავა ვრცლად»


სტიპენდიატები


Image removed.
ჩვენი ფონდის წლევანდელი სტიპენდიატები აწარმოებენ კვლევებს ისეთ თემებზე, როგორც ”ერევნის ვერნისაჟი როგორც ეროვნული იდენტობის სარკე და გენერატორი”, ”განათლების პროცესში სპეციალური მოთხოვნილებების მქონე ბავშვების სოციალური სტატუსი” და სხვ. მეტი»


სტიპენდიატების ქსელი


Image removed.
2004 წლიდან მოყოლებული 80-ზე მეტმა ახალგაზრდა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა ჩვენს სასტიპენდიო პროგრამაში. მათი კვლევები მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა სოციოლოგია, უახლესი ისტორია და მდგრადი ქალაქგანვითარება. მეტი»