სასტიპენდიო პროგრამის შესახებ

2003 წლიდან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ატარებს ყოველწლიურ ”ადგილობრივ” სასტიპენდიო პროგრამას სოციალური მეცნიერებების სფეროში დაკავებული ახალგაზრდა მეცნიერებისათვის სამხრეთ კავკასიიდან. მკვლევარები, რომელთა ასაკი 35 წელს არ აღემატება, მუშაობენ ინდივიდუალურ ინტერდისციპლინარულ პროექტებზე უახლესი ისტორიის, სოციოლოგიის და ქალაქის მდგრადი განვითარების სფეროებში.

პროგრამის საფუძველი

სამხრეთ კავკასიის ქვეყნები განიცდიან ახალგაზრდა განათლებული კადრების გადინებას. ახალგაზრდა მკვლევარები ტოვებენ რეგიონს, რადგან ვერ პოულობენ საკუთარი პროფესიული ცოდნის სამეცნიერო ან სოციალურ-პოლიტიკურ გამოყენების საშუალებას. ეს განსაკუთრებით ეხება 23-35 წლის მეცნიერთა თაობას უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლებით, რომლებმაც რთულ პოსტ-საბჭოთა პირობებში ვერ მონახეს საკუთარი ადგილი ახალ საზოგადოებრივ პირობებში. მეცნიერთა ზუსტად ეს  ახალი თაობა ეძებს შესაძლებლობებს, მოახდინოს თავისი საზოგადოების მოდერნიზაცია კვლევებისა და სოციალური ჩართულობის გზით.

რეგიონალური სასტიპენდიო პროგრამის მიზანი

სასტიპენდიო პროგრამა გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევებისათვის უშუალოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
პროგრამის მიზანია:

  • ახალგაზრდა სოციალურ მეცნიერთა ხელშეწყობა ინდივიდუალური და ინტერდისციპლინარული პროექტების განხორციელებაში;
  • სამხრეთ კავკასიაში ისტორიული და სოციალური მეცნიერებების მეთოდოლოგიური და თემატური განახლება;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა რეგიონალური თანამშრომლობის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში;
  • მაღალკვალიფიციური ექსპერტების ქსელის შექმნა სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებრივი მეცნიერებების სფეროში საერთო პროექტების განსახორციელებლად.

პროგრამის დიაპაზონი

პროგრამაში მონაწილეობისმიღება შეუძლიათ დიპლომირებულ მეცნიერებს სოციალური მეცნიერებების სფეროდან და არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის საშუალებების თანამშომლებს, რომელთაც ჯერ არ შეუსრულდათ 35 წელი.  ყოველთვიურად ერთი წლის განმავლობაში ისინი მიიღებენ სტიპენდიას 250,00 ევროს ოდენობით. სტიპენდიატთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რომელიც ცხედდება მთელ სამხრეთ კავკასიაში და 3 ეტაპს მოიცავს.
შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენს: განაცხადის ხარისხი, თემის აქტუალურობა და სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობა, მისი მეთოდოლოგიური ინოვაცია და აგრეთვე კანდიდატის სოციალურ-პოლიტიკური ინტერესები და ჩართულობა. განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება განმცხადებლებს რეგიონებიდან  და პატარა ქალაქებიდან.
საკონსულტაციო ქსელის შექმნამ და მასში კავკასიის საკითხებზე მომუშავე ექსპერტების მონაწილეობამ რუსეთიდან, გერმანიიდან და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან ხელი უნდა შეუწყოს უნივერსიტეტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პროგრამების ეფექტურ  გამოყენებას, გაზარდოს ხელმძღვანელობის პროფესიონალიზმი და უზრუნველყოს სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეთა შერჩევის პროცედურების სათანადო დაცვა.

თანმდევი პროგრამა

ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდიატებს საშუალება ეძლევათ  მონაწილეობა მიიღონ დამატებით ღონისძიებებში, რომელსაც ფონდი ახარციელებს ძირითადი პროგრამის ფარგლებში:

  • სტიპენდიატები მოწვეულნი იქნებიან კონფერენციებზე მონაწილეობის მისაღებად, სადაც განიხილება მათ მიერ შესრულებული კვლევები, და აგრეთვე წარმოდგენილი და ტესტირებული იქნება ახალი მეთოდები სოციალური მეცნიერებების სფეროში.
  • ყოველწლიურად, ივლისში, ჩატარდება ერთ-კვირიანი საზაფხულო სკოლა ყველა სტიპენდიატისთვის, სადაც, აგრეთვე, მოწვეულნი იქნებიან რეფერენტები გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. მიმდინარე კვლევების შესახებ ინფორმაციის გაზიარებასთან ერთად სტიპენდიატებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში ჰუმანიტარულ და სოციალურ სფეროებში ახალი მეთოდების გამოყენების შესახებ და  აქტუალურ სოციალურ-პოლიტიკურ თემებზე.
  • სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს დედაქალაქში სტიპენდიატებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ ბიბლიოთეკებით, სადაც წარმოდგენილია ძირითადი ლიტერატურა სოციალური მეცნიერებების თემებზე.
  • სტიპენდიატთა საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება სამეცნიერო სტატიების სახით სპეციალურ კრებულში. გარდა ამისა, სტიპენდიატთა სურვილისამებრ, ფონდი მზადაა მომავალშიც დაეხმაროს მათ სამეცნიერო კვლევების გამოქვეყნებაში.