ვებ დოსიე: სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი ადამიანის უფლებებისა და სოციალური ტოლერანტობისათვის

Კითხვის დრო: 4 წუთი
Image removed.

2011 წლის 1 აპრილი - 2012 წლის 31 სექტემბერი

პროექტი მხარდაჭერილი იყო ევროკავშირის მიერ.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პარტნიორები პროექტის ფარგლებში იყვნენ: ფონდი ინტერნიუსი-საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასოციაცია ათინათი.

პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში სიძულვილის ენის შემცირებას, საზოგადოებაში სიძულვილის ენის პრობლემატიკასთან დაკავშირებით დისკუსიების ხელშეწყობას, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ საზოგადოებაში ცოდნის გაღრმავებას და მათ მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულების ზრდას და სტერეოტიპული/დისკრიმინაციული დამოკიდებულებების შემცირებას.

პროექტი მოიცავდა შემდეგ ძირითად აქტივობებს:

1. საჯარო დისკუსიების სერია თბილისში, ბათუმში, ფოთსა და გურჯაანში უმცირესობების პრობლემატიკასა და სიძულვილის ენის არსებობის მიზეზებთან დაკავშირებით:

პროექტის ფარგლებში ჩატარებულ საჯარო დისკუსიებს თან ახლდა რადიო გადაცემები რადიო მწვანე ტალღაზე, რომლის რეტრანსლირებას ახდენდა პროექტის პარტნიორი ასოციაცია ათინათი რეგიონულ რადიო სადგურებში. კერძოდ, გადაცემები გადაიცემოდა რადიოების ძველი ქალაქი (ქუთაისი), ჰერეთი (ლაგოდეხი) და ათინათის (ზუგდიდი) საშუალებით. რადიო გადაცემების რეტრანსლირებამ რეგიონული რადიომაუწყებლების საშუალებით უზრუნველყო უმცირესობების შესახებ ინფორმაციის გაცნობა ფართო აუდიტორიისათვის.

2. ბეჭდვით მედიაში სიძულვილის ენასა და უმცირესობების პრობლემატიკაზე ანალიტიკური მასალების მომზადება. ფონდი თანამშრომლობდა გამოცემებთან რეზონანსი, ახალი გაზეთი, გაზეთი ბათუმელები. ამ აქტივობის ფარგლებში მომზადდა 19 სტატია უმცირესობების საკითხებზე.

3. ბეჭდვითი მედიის მონიტორინგი, რომელსაც პროექტის პარტნიორი ინტერნიუსი-საქართველო ახორციელებდა. მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა საქართველოში არსებული 11 გამოცემის (8 ეროვნული, 3 რეგიონული გამოცემა) კვლევა. მონიტორინგი მიმდინარეობდა 2011 წლის 1 მაისიდან 2012 წლის 31 აგვისტომდე და მის ფარგლებში მომზადდა 5 კვარტალური ანგარიში, გაიმართა მედია მონიტორინგის შუალედური და დასკვნითი შედეგების პრეზენტაცია. მედია მონიტორინგის ანგარიშები ეგზავნებოდა მედია მკვლევარებს, მედია გამოცემებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, და სხვა დაინტერესებულ პირებს.

4. სიძულვილის ენის პრობლემატიკასთან დაკავშირებით ჟურნალისტების ცოდნის და უნარ-ჩვევების ზრდა. ეს აქტივობა ჩაატარა პროექტის პარტნიორმა ადამიანის უფლებების ცენტრმა. პირველ ეტაპზე საერთაშორისო ექსპერტის ნეილ ჯერმანის (ბელფასტი, ირლანდია) მიერ ჩატარდა ტრენერების ტრენინგი, რომელშიც 12 ტრენერმა მიიღო მონაწილეობა. ტრენერები იყვნენ როგორც მედია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. მეორე ეტაპზე ტრენერთა ტრენინგში მონაწილე ტრენერებმა ჩაატარეს ერთ-დღიანი სწავლება საქართველოს რეგიონებში (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, იმერეთი) და თბილისში. სულ ტრენინგი გაიარა ასთოთხმეტმა მონაწილემ, რომლებიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებში არიან დასაქმებული. ტრენინგმა უზრუნველყო მონაწილეების სიძულვილის ენის პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხებზე ცოდნის ამაღლება.

5. დასასრულს, ფონდის მიერ მოწვეული უმცირესობების საკითხებზე მომუშავე მკვლევარების მიერ მომზადდა საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც საქართველოში სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ თემებს მიმოიხილავს. დოკუმენტი ‘როგორ დავძლიოთ სიძულვილის ენა?’, ერთი მხრივ, ცალ-ცალკე განიხილავს ეთნიკური და რელიგიური, სექსუალურ უმცირესობათა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემატიკას, ხოლო, მეორე მხრივ, შესავალი სტატიის საშუალებით ეხება სამართლებრივ საკითხებს, რომელიც შემდგომ დახვეწას საჭიროებს. საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი გავრცელდა შესაბამის სამთავრობო, არასამთავრობო და საგანმანათლებლო ინსტიტუციებში.