Kato Mikeladze_cover

კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები

2020 წელს წიგნიკატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიებიუკვე მესამედ გამოიცა. პირველ პუბლიკაციას მკითხველი 2013 წელს გაეცნო. მაშინდელი გამოცემის წინასიტყვაობაში იმედს გამოვთქვამდი, რომ ქართველი ფემინისტის სახელი ვიწრო აკადემიური წრეების ფარგლებს გასცდებოდა, ხოლო საქართველოში ქალთა თანასწორობისთვის ბრძოლის ისტორია ბევრად უფრო ნაცნობი და ახლობელი გახდებოდა ფართო საზოგადოებისთვის. მეორე, 2017 წლის გამოცემის წინასიტყვაობაში კი მიხაროდა, რომ ჩემი იმედები გამართლდა. ახლა კი - მესამე გამოცემისას უფრო დიდია ეს სიხარული. ნათელია, რომ კატო მიქელაძის სახელი დამკვიდრდა ქართული ფემინიმიზმისა თუ სამოქალაქო მოძრაობების ისტორიაში. ამ საქმეში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის წვლილი ძალიან დიდია, რისთვისაც ფონდს გულწრფელ მადლობას ვუხდი.

კატო მიქელაძის პუბლიცისტური ნაშრომები უკვე ჩართულია სხვადასხვა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სილაბუსებში, მემარცხენე მოძრაობების ანთოლოგიებშიაკადემიურ ნაშრომებსა თუ თემატურ კვლევებში. კატოს სახელს ხშირად ახსენებენ ფემინისტი და სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები - აქციებზე, კონფერენციებზე, მედიაში. ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანიაქალთა ფონდის საქართველოშიმიერ დაწესებული პრემია ქალი უფლებადამცველებისათვის, რომელიც კატოს სახელს ატარებს და რომელმაც მისი სახელის და საქმიანობის გავრცელებას და პოპულარიზაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი.

მჯერა, რომ კატო მიქელაძე კიდევ უფრო ბევრი ადამიანისთვის გახდება მაგალითი და ინსპირაციის წყარო პოლიტიკური აქტივიზმის, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის საქმეში. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ფემინისტური პერსპექტივიდან ნაჩვენები საქართველოს უახლოესი წარსული მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს წარსულისა და მისი მემკვიდრეობის გააზრებას, ახლანდელი მდგომარეობის შეფასებასა და მომავლის წარმატებით დაგეგმვას, რაც პირველ რიგში, უმთავრეს მიზანს ემსახურება - ვიცხოვროთ უფრო სამართლიან, თანასწორ და ღირსეულ გარემოში.

თამთა მელაშვილი

Product details
Date of Publication
2013
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
ISBN / DOI
978-9941-8-2287-2