კონფლიქტების ტრანსფორმაცია

ე.წ. ”გაყინული” სამხედრო კონფლიქტების არსებობა სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღში ძლიერ აფერხებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში თავისუფალი დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და მის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მხარს უჭერს დისკუსიებს თემებზე, რომლებიც კონფლიქტების წარმოშობოს მიზეზებს ეხება, ცდილობს განსაზღვროს როლი, პასუხისმგებლობა და გამონახოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების შესაძლო გზები. ფონდი ხელს უწყობს კონფლიქტურ მხარეებს შორის საზოგადოებრივი საკონტაქტო ხიდების მშენებლობას და განვითარებას. ფონდი მოუწოდებს რეგიონალური თანამშრომლობისაკენ საზოგადოების მოდერნიზაციის და დემოკრატიზაციის საკითხებში. ამ მიზნით ის ორგანიზებას უკეთებს და, შესაბამისად, მხარს უჭერს:

  • საჯარო დისკუსიების ჩატარებას, რომლებშიც მონაწილეობენ სხვადასხვა პასუხისმგებელი პირები, ”საზოგადოებრივი აზრის” მატარებლები, ლტოლვილთა და იძულებით გადასახლებულ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, მეცნიერები. ამ გზით ფონდი სტიმულირებას უკეთებს საზოგადოებრივ მოთხოვნილებებს კონფლიქტების მოგვარებასთან მიმართებაში და ამასთან დაკავშირებულ პროცესებს უფრო გამჭვირვალეს ხდის. 
  • კონფლიქტური მხარეების საზოგადოებებს შორის დიალოგის პროექტებს: ამ საჯარო თუ არასაჯარო შეხვედრების მიზანს წარმოადგენს კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივების შესახებ მოსაზრებების გაზიარება, კონფლიქტების სხვადასხვა ასპექტების განხილვა და საინფორმაციო და საკონტაქტო ხიდების ჩამოყალიბება ოფიციალური მოლაპარაკებების პროცესებში. უმრავლეს შემთხვევაში ამგვარი შეხვედრების შედეგები გამოქვეყნდება დოკუმენტაციის სახით. 
  • ფილმების, რადიო- და ტელეგადაცემების, გაზეთების, ინტერნეტფორუმების შექმნას, რომლების ხელს უწყობენ კონფლიქტურ მხარეებს შორის არსებული საინფორმაციო ბლოკადის გარღვევას და აცნობენ ამ მხარეების საზოგადოებებს თავიანთი პერსპექტივების შესახებ.
  • სამეცნიერო და ლიტერატურულ პუბლიკაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ ინფორმაციის გაზიარებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს და მათ მეზობლებს შორის და კრიტიკულად უდგებიან ”მტრის ხატს” და უკანასკნელი წლების განმავლობაში შექმნილ სტერეოტიპებს.

ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს პროექტებს, რომლებიც ორმხრივად აფართოებენ თანამშრომლობას და მუშაობენ კონფლიქტების მოგვარებაზე რეგიონალურ და საერთაშორისო პერსპექტივაში. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო ამ საკითხებში მჭიდროდ თანამშრომლობს ფონდის რეგიონალურ ბიუროსთან სტამბულსა და მოსკოვში. ჩვენი პარტნიორები და ექსპერტები რუსეთიდან და თურქეთიდან მონაწილეობას მიიღებენ ორ- და სამმხრივ შეხვედრებში, ამ ქვეყნების როლის განხილვაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ხელს შეუწყობენ სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პირდაპირი კონტაქტების ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, ფონდი თანამშრომლობს კონფლიქტების ტრანსფორმაციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციასთან.