რას მოუტანს თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს დემოკრატიას? - ბათუმი

Კითხვის დრო: 2 წუთი
დისკუსიის ძირითადი მომხსენებლები
Teaser Image Caption
დისკუსიის ძირითადი მომხსენებლები

ბათუმი, 21.02.2014

ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული თვითმმართველობის კოდექსის პროექტი, რომელმაც პატრიარქისა და ოპოზიციური პარტიების მიერ გამოთქმული კრიტიკის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ბათუმში დაგეგმილი საჯარო დისკუსიიის თემა გახლდათ, უფრო კონკრეტულად, კი სადისკუსიო თემა კოდექსთან ერთად იყო: "რას მოუტანს თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს დემოკრატიას?"

თვითმმართველობის რეფორმის უპირველესი ამოცანა ადგილობრივი პრობლემების ადგილზევე გადაწყვეტა, ანუ დეცენტრალიზაციაა. საკითხი, უზრუნველყოფს თუ არა მოსალოდნელი ცვლილებები რეალური თვითმმართველობის განხორციელებას და მზადაა თუ არა მოსახლეობა სიახლეების მისაღებად ერთერთმა მომხსენებელმა მირანდა ჩარკვიანმა დასვა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა აღნიშნა, რომ მერის პირდაპირი წესით არჩევა თითოეული მოქალაქის არჩევანის გამოხატულება იქნება, დემოკრატიის მაღალი ხარისხის გამოსახატავად ირაკლი ჩავლეიშვილს მნიშვნელოვნად მიაჩნია  ისიც, რომ ბარიერი 50%-მდეა გაზრდილი: "მე ვფიქრობ, რომ არჩევანის ხარისხი უფრო მაღალი იქნება, ადამიანებს უფრო მეტად ექნებათ საშუალება თავისუფლად გამოხატონ თავისი მთავარი ნება, როდესაც მას არ წაართმევენ ხმის უფლებას და ამ გზით არჩეული დეპუტატები უფრო ხარისხიანად და კომპეტენტურად წარმართავენ ჩევნი ქალაქის ცხოვრებას".

დისკუსიისას   ბათუმის საკრებულოს წევრებმა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" კი აღნიშნეს, რომ თვითმმართველობის დადებითი მხარე ახალ კოდექსში მხოლოდ ბარიერის გაზრდაა, სხვა დანარჩენი კი უცვლელია.  გიორგი კირთაძემ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ისიც  შეახსენა, რომ ამჟამად ბათუმს მერის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, რომელიც საკრებულომ თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი თვით ადრე აირჩია.  2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კი  ბათუმის საკრებულოს სამჯერ მოუხდა მერის არჩევა,   როცა პოლიტიკურ პარტიათა ბალანსი ბათუმის საკრებულოში სხვადასხვა იყო. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ეს ცვლლებები იმით ახსნა, რომ ბათუმის საკრებულოში პროცესები დემოკრატიულად ვითარდება  და პროცესიც საინტერესოა. ამავე დროს მომხსნებლებისა და დისკუსიის მონაწილეებისათვის მრავალ საინტერესო საკითხთან ერთად ასევე იყო, მოიპოვებს თუ არა ამ რეფორმით ფინანსურ დამოუკიდებლობას თვითმმართველობები?

მომხსნებელმა ვაკო ნაცვლიშვილმა, ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს პროგრამის კოორდინატორმა, მაგალითად სკანდინავიის ქვეყნები მოიტანა, სადაც საშემოსავლო გადასახადები მთლიანად რჩება ადგილობრივ თითმმართველობებში, ცენტრალურ ხელისუფლებას არ მიაქვს, თუმცა არსბებობს ზიარი გადასახადი, რომელიც პოლონეთშია, მაგრამ რა პროცენტით შეიძლება გადანაწილდეს, ეს აბსოლიტურად არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე.

მაგრამ, თვითმმართველობის კოდექსში  ამ ეტაპზე კონკრეტულად  ჩანაწერი არ არსებობს, მხოლოდ გარდამავალ დებულებაში წერია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მომავალში დაიწყება. ბლოგერ გრიგოლ მახარაძის თქმით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რეფორმა არ შემოიფარგლოს კოდექსის მიღებით და არჩვენების ჩატარებით, არამედ არჩვნების შემდეგაც  გაგრძელდეს მუშაობა ამ კუთხით, განსაკუთრებით კი ქონების გადაცემაზე და გადასახადების დეცენტრალიზაციაზე.