ენერგეტიკის დარგში ცნობიერების ამაღლება საქართველოში მდგრადი ენერგოპოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით (2014)

Კითხვის დრო: 1 წუთი
Green Alternative

2014 წლის მარტიდან ასოციაციამ „მწვანე ალტერნატივა“ ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური ხელშეწყობით განახორციელა პროექტი, რომელიც  მიზნად ისახავდა მდგრადი ენერგეტიკული სისტემების და სწორი ენერგოპოლიტიკის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. კონკრეტულად კი, პროექტით დაგეგმილი იყო აღნიშნული საკითხებით სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლების დაინტერესება და მდგრადი ენერგეტიკის განვითარების საკითხებზე მათი განათლების და კომპეტენციის გაზრდა.

პროექტის მიზნების მისაღწევად „მწვანე ალტერნატივამ“ ჩაატარა ტრენინგები მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. ტრენინგის თემებს ენერგეტიკის სექტორში დღეს არსებული ძირითადი გამოწვევები, განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტურობის დანერგვის პერსპექტივები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში „მწვანე ალტერნატივა“ გეგმავდა ენერგეტიკის და გარემოს დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების ანალიზს, რასაც მოჰყვა მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრები როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე გადაწყვეტილების მიმღებთა მონაწილეობით.

აღნიშნული პროექტი 2014 წლის დეკემბერში დასრულდა.