რესურსების პოლიტიკა სამართლიანი მომავლისთვის

ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩიკაგოში ბიტუმოვანი ქვიშაქვის მოპოვება, აზიასა და აფრიკაში მიწის ფართომასშტაბიანი შესყიდვები, ჩინური ინვესტიციები სამთო მრეწველობაში მეკონგის რეგიონში, ლათინურ ამერიკაში სოიოს წარმოება – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმის დასადასტურებლად, რომ მსოფლიო რესურსები სიმდიდრის მოხვეჭის დიდი წყაროა. ზემოჩამოთვლილი არღვევს ჩვენი სამყაროს ეკოლოგიურ წონასწორობას და არ არის მიმართული მიღებული შემოსავლების სამართლიანი გადანაწილებისკენ.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ მომზადებული მემორანდუმი საშუალებას იძლევა ახლებური თვალით შევხედოთ პოლიტიკას, რომელიც რესურსების გამოყენების გამო ბუნებას, ადამიანებს, სხვადასხვა ძალებს, ინტერესებს და კულტურებს შორის წარმოქმნილ კონფლიქტებს აერთიანებს. წარმოდგენილი მემორანდუმი ეყრდნობა დემოკრატიის, ეკოლოგიის და ადამიანის უფლებების პრინციპებს და წარმოგიდგენთ იმ ძირითად ასპექტებს, რაც სამართლიან და მდგრად რესურსების პოლიტიკას უნდა ედოს საფუძვლად.

Product details
Date of Publication
მაისი 2014
Licence
All rights reserved
Language of publication
English
ISBN / DOI
978-3-86928-127-8