გამოფენა "საკუთარი სუფრა" (2014)

გამოფენა "საკუთარი სუფრა" (2014)

ამოფენა “საკუთარი სუფრა”მონდრიანის ფონდისა (ნიდერლანდები) და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ-რეგიონალური ბიუროს (საქართველო) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

“საკუთარი სუფრა” რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტის თანამშრომლობის შედეგია. ესენი გახლავთ: მხატვარი თამუნა ჭაბაშვილი (საქართველო/ნიდერლანდები), ანთროპოლოგი აგნეშკა დუდრაკი (პოლონეთი/შვეიცარია), არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“ (საქართველო) და თვითდახმარების ჯგუფი „გესმით ქალების ხმა?“. ასევე, გამოფენამ უმასპინძლა მარაიკე ვენცელის (გერმანია) პერფორმანსს. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო შეხვედრების ჩატარება.

გამოფენაზე წარმოდგენილი ინსტალაციები და ვიდეომასალა მომზადდა ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ჩაწერილი ინტერვიუების საფუძველზე. გარდა ამისა, თვითდახმარების ჯგუფის, „გესმით ქალების ხმა?“ წევრთა ინიციატვით, წარმოდგენილია მათი ხელით შექმნილი, მათი ცხოვრებისეული გამოცდილების ამსახველი ნივთები. ამ ფორმით თვითგამოხატვის საშუალება ეძლევა მათ, ვისაც, ჩვეულებრივ, ჩუმად ყოფნა უწევს.

გამოფენა თბილისში, გალერეა ნექტარში 2014 წლის 24 ივნისიდან 22 ივლისის ჩათვლით იყო გახსნილი. შემოდგომაზე გამოფენამ იმოგზაურა ბათუმსა და თელავში.

გარდა ამისა, გამოფენის მასალების საფუძველზე შეიქმნა ინტერაქციული ბლოგი, რაც შექმნილი ინსტალაციების ხანგრძლივ დროში დათვალიერების საშუალებას აძლევს დაინტერსებულ ადამიანებს.

გალერეა ნექტარში გამოფენის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები განხორციელდა:

2-4 ივლისი - მარაიკე ვენცელის 24 საათიანი პერფორმანსი.

3 ივლისი
19:00
- ელიზა პროშჩუკის ხმოვანი ინსტალაცია "ცხოვრება ზღაპარი არ არის"
20:30 -ლია ჯაყელის ფილმის ჩვენება "სადა ხარ ჩემო სულიკო" (2006)

5 ივლისი
19:00-დან - მარაიკე ვენცელის ლექცია მისი პერფორმანსის შესახებ
მარინა თაბუკაშვილის ლექცია "სიჩუმის შინაარსი"

12 ივლისი
19:00-დან
- ნადია წულუკიძის ლექცია/ფერფორმანსი
ლელა გაფრინდაშვილის ლექცია

19 ივლისი
19:00-დან
- აგნეშკა დუდრაკი და თამუნა ჭაბაშვილი ისაუბრებენ გამოფენის შესახებ
თვითდახმარების ჯგუფის ერთ-ერთი წევრი წარმოადგენს კვლევას მამაკაცების მიერ ოჯახში ძალადობის აღქმის შესახებ.

ბლოგი: http://supraofherown.wordpress.com/

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება