საერთაშორისო გენდერული ვორქშოფების სერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სხვადასხვა ოფისებს შორის კოოპერაციას წარმოადგენს. ვორქშოფზე გენდერული პროგრამების კოორდინატორები და მათი პარტნიორი ექსპერტები გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს.
- 2012
„გამადიდებელი შუშით დანახული გენდერის წახნაგები“ - ორგანიზებული იყო თბილისში, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ, სადაც რუსეთის, უკრაინის და პოლონეთის ოფისები იღებდნენ მონაწილეობას. ვორქშოფის მასალები გამოცემულია პუბლიკაციის სახით.
- 2013
„გენდერის წინააღმდეგ მიმართული რეაქციის დაძლევა: უკრაინის, ბელორუსიის, რუსეთის, საქართველოს, სომხეთის და პოლონეთის გამოცდილება“ ორგანიზება და მასპინძლობა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კიევის ოფისმა გაუწია. ამ ღონისძიებაში სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მხარდაჭერით ქართველი და სომეხი აქტივისტებიც მონაწილეობდნენ: მაია ბარქაია, ლილი მამულაშვილი (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი) და ანა ნიკოგოსიანი (საზოგადოება ძალადობის გარეშე).მომზადებული მასალების საფუძველზე ელექტრონული პუბლიკაცია გამოქვეყნდა. ვორქშოფზე წარმოდგენილი პრეზენტაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, აღნიშნულ ექვს ქვეყანაში მსგავსი ტენდენციები შეინიშნება. რელიგიისა და ნაციონალიზმის ბოლოდროინდელი გაძლიერების ფონზე საზოგადოება უკან იხევს და საფრთხე ექმნება იმ ღირებულებებს, რაც ფემინისტური და ლგბტ-აქტივიზმის შედეგად იქნა მიღწეული.
- 2014
წინ მივიწევთ თუ უკან ვიხევთ? ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გენდერული პრობლემების დაძლევის სტრატეგიაზე მუშაობა. ვორქშოფს ორგანიზება ბერლინის ოფისმა გაუწია 2014 წლის შემოდგომაზე. მომზადებული მასალების საფუძველზე პუბლიკაცია გამოქვეყნდა.
- 2015
შემოდგომაზე იგეგმება ვორქშოფის ვარშავაში ჩატარება.