2015 წლის 27 მაისს, თბილისში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ საჯარო დისკუსიას „რიგის სამიტი: ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (აღმოსავლეთის პარტნიორობის) მომავალი“ უმასპინძლა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიგი გიგიაძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა - ორთვინ ჰენიგმა, საკონსულტაციო ჯგუფ „რეფორმატიქსის“ დამფუძნებელმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ - თამარ კოვზირიძემ, და ევროკავშირთან საქართველოს საინტეგრაციო პოლიტიკის დაკვირვებასა და კონსულტირებაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივ ვადიანი წვლილის მქონე ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ თავმჯდომარემ - მანანა ქოჩლაძემ.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში ადამიანის უფლებების და ევროპული, დემოკრატიული ღირებულებების ერთ-ერთმა აღიარებულმა დამცველმა, იურისტმა თამარ გურჩიანმა, რომელიც დისკუსიის მოდერაციას ეწეოდა, თავის შესავალ სიტყვაში მომხსენებლებს საკითხების ის ჩამონათვალი შესთავაზა, რაც საზოგადოებრივ დისკურსში რიგის სამიტის შემდეგ გაჩნდა: რატომ ასცდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და მისი აღმოსავლეთის პარტნიორობა რეალობას? რამ გამოიწვია იმაზე მაღალი მოლოდინის შექმნა რიგის სამიტის მიმართ, ვიდრე შესაძლებელი იყო? ისიც საფიქრალია რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს იმედგაცრუებას საქართველოსა და ევროკავშირის სხვა აღმოსავლელ პარტნიორებს შორის. შესაბამისად, გასათვლელია როგორ წარიმართება მომავალში ევროპის სამეზობლო პოლიტიკა? მოხდება თუ არა სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა და რა მიზნებს დაუსახავს იგი ევროკავშირს და მის აღმოსავლელ პარტნიორებს?
ამ საკითხებსა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მომავალის თაობაზე დისკუსიის მონაწილეების მოსაზრებებს შეგიძლიათ წარმოდგენილი ვიდეო-ჩანაწერით გაეცნოთ.
Riga Summit: Future of the European Neighborhood Policy (Eastern Partnership) - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTube