2015 წლის 12 ივნისს, სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ რეგიონულ ენერგეტიკულ კონფერენციას - „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და პოლიტიკური არჩევანი“, უმასპინძლა. კონფერენციის მონაწილეები იყვნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
ღონისძიება ოთხი ძირითადი საკითხის გარშემო იყო ფოკუსირებული: 1. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური და ენერგეტიკული განვითარების მახასიათებლები; 2. ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიების პერსპექტივები; 3. არსებული ენერგოსცენარების გავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე; 4. კლიმატის პოლიტიკა და მზადება პარიზის მოლაპარაკებისთვის.
კონფერენციაზე გაიმართა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის რეგიონული ენერგეტიკული კვლევის - „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და პოლიტიკური არჩევანი“ - პრეზენტაცია. ღონისძიებაზე ძირითად მომხსენებლად მოწვეული იყო ბატონი ჰანს იოზეფ ფელი, რომელიც გერმანიაში, განახლებად ენერგიებთან და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული არა ერთი კანონის თუ სამართლებრივი დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი და 1998-2013 წლებში ბუნდესტაგის დეპუტატია.
გთავაზობთ კონფერენციის ანგარიშს (ინგლისურ ენაზე)
"South Caucasus Energy Pathways: Opportunities for Development and Political Choices"
ჟურნალ ლიბერალის ინტერვიუ ფელთან;
ინტერვიუ ჰანს-იოზეფ ფელთან
Hans-Josef Fell in Tbilisi, Georgia - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTubeკონფერენციის ფოტოები
ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
Open external content on original site